კომუნალურ გადასახადების ტარიფის საკითხზე სემეკის შენობასთან მიმდინარე აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ორი წევრი დააკავეს. როგორც აქციის მონაწილეებმა თქვეს, დაკავებულები არიან დიმიტრი ბიძინაშვილი და გიორგი წულაია.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მოითხოვდნენ სემეკის თავმჯდომარესთან, დავით ნარმანიასთან შეხვედრას.
რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში უთხრეს, რომ დაკავებულებს ედავებიან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.