Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიამ საქართველოს კოვიდპასპორტი აღიარა


შვეიცარიის საელჩო საქართველოს კოვიდპასპორტის აღიარების შესახებ იუწყება. „მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ შვეიცარიამ საქართველოს კოვიდპასპორტები აღიარა", - აღნიშნავს საელჩო.

შვეიცარიის ჯანდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, შვეიცარიამ ამ ეტაპზე სულ 28 ქვეყნის კოვიდპასპორტები აღიარა.

სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, მხედველობაში მიიღონ, რომ შვეიცარიაში შესვლისას ტესტირების ჩატარება კვლავ სავალდებულოა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG