Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ რომის პაპი უკრაინაში მიიწვია


ფოტო არქივიდან.
ფოტო არქივიდან.

რომის პაპ ფრანცისკესთან გამართულ სატელეფონო საუბარზე გაამახვილა ყურადღება ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. როგორც მან განაცხადა, პაპი უკრაინაში მიიწვია.

„დილით ველაპარაკე მის უწმინდესობას, პაპ ფრანცისკეს უკრაინისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის მშვიდობის გზების ძიების შესახებ, აგრეთვე - ოკუპანტების სისასტიკის, ალყაში მოქცეული ქალაქებისთვის ჰუმანიტარული დერეფნებზე", - თქვა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა რომის პაპს მკაფიო, ძლიერი პოზიციისთვის და უკრაინისთვის ლოცვისათვის.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მან ამ საპასუხისმგებლო დროს პაპი ფრანცისკე უკრაინაში მოიწვია.

„მჯერა, რომ ამ მნიშვნელოვანი ვიზიტის ორგანიზებას შევძლებთ, რომელსაც ერთმნიშვნელოვნად მხარს დაუჭერს თითოეულ ჩვენგანი, თითოეული უკრაინელი", - თქვა ზელენსკიმ.

უკვე 28-ე დღეა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს - იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები. დაიბომბა სამშობიარო სახლიც. მსოფლიო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აწესებს სანქციებს, საქართველო კი "ეროვნული ინტერესების" მოტივით არ უერთდება მათ.

უკრაინის პრეზიდენტი ომის დაწყებიდან ითხოვს, რომ ნატომ ქვეყნის ცა ჩაკეტოს. ეს თხოვნა ამ დრომდე არ სრულდება.

XS
SM
MD
LG