Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ადამიანის უფლებების უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ უკრაინაში ჩადენილი ბევრი დარღვევა შეიძლება ომის დანაშაულს გაუთანაბრდეს


ქალაქი ბუჩა. 2022 წლის 4 მარტი
ქალაქი ბუჩა. 2022 წლის 4 მარტი

გაეროს ადამიანის უფლებათა უწყების ხელმძღვანელმა 12 მაისს განაცხადა, რომ ბოლო კვირებში უკრაინის დედაქალაქის მიმდებარე რაიონში აღმოჩენილია ათასობით გვამი. მან აღნიშნა, რომ ბევრი დარღვევა, რომელსაც ახლა განიხილავენ და რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იქნა ჩადენილი, შეიძლება ომის დანაშაულს გაუთანაბრდეს.

„კანონგარეშე მკვლელობების ოდენობა, განუკითხავად დახვრეტის შემთხვევების ჩათვლით კიევის ჩრდილოეთის რეგიონებში, შოკისმომგვრელია“, - თქვა მიშელ ბაჩელეტმა ჟენევაში ადამიანის უფლებების საბჭოსადმი ვიდეომიმართვაში.

საბჭომ ახლა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმ მოვლენების ოფიციალური გამოძიების დაწყების შესახებ, რომლებიც მოხდა კიევის ჩრდილოეთში და სხვა რეგიონებში თებერვლის ბოლოს და მარტში.

რუსეთი უარყოფს, რომ სამოქალაქო პირებს თავს ესხმის და უკრაინაში თავის მოქმედებას 24 თებერვლის შემდეგ უწოდებს „სპეცოპერაციას" უკრაინის განიარაღების და "ნაციონალიზმისგან" განთავისუფლების მიზნით. უკრაინა და დასავლეთი მიიჩნევენ, რომ რუსეთმა ომი დაიწყო ისე, რომ არ მომხდარა მისი პროვოცირება.

XS
SM
MD
LG