Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამია: "ციხეში ყოფნას ვუყურებ ფილოსოფიურად"


ნიკა გვარამია, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი
ნიკა გვარამია, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, ნიკა გვარამიას საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლო განაჩენს 16 მაისს, ორშაბათს, 10:00 საათზე გამოაცხადებს.

ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის "კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას". მასთან ერთად ბრალდებულია კიდევ ორი პირი - კახა დამენია და ზურაბ იაშვილი.

ბოლო სასამართლო სხდომა 11 მაისს ჩატარდა, რომელზეც დასკვნითი სიტყვის უფლებით ისარგებლა ნიკა გვარამიამ.

"გამართლებაც, ჯარიმაც და პატიმრობაც - განაჩენის საფუძველი იქნება შიში, - განაცხადა ნიკა გვარამიამ თამარ ბაღაშვილის საავტორო გადაცემაში, - გამართლება არის შიში - საერთაშორისო თანამეგობრობის, პირველ რიგში, ქართული საზოგადოების, კრიტიკული მედიის და ა.შ. წინაშე. ჯარიმა ასევე არის შიში... ჩემთვის ჯარიმა და პატიმრობა ერთი და იგივეა. ამაზე ვილაპარაკე უკვე. მე ვეძებ სიმართლეს და გამართლებას ჩემსას და არა იმ საკითხის გადაწყვეტას. არ ველოდები ნამდვილად, კამერაში ვიქნები თუ კამერის გარეთ გამტყუნებული. ჩემთვის ეს ერთი და იგივე რამაა საერთოდ. მათ ურჩევნიათ, რომ კამერაში ვიყო თუ მამტყუნებენ. მათ გასაგონად კიდევ ერთხელ ვამბობ. და მესამე, თუ ჩამსვამენ, ეს არის შიში უკვე იმისი, რასაც, მათი აზრით, მე, ასე ვთქვათ, ყველაზე კარგად გამოვხატავ, ყველაზე რეიტინგული და გავლენიანი კრიტიკული მედია, "მთავარი" და ასვე მე ჩემი პოზიციონირება მაქვს ქართულ სოციუმში და კრიტიკულად განწყობილი ადამიანი ვარ ხელისუფლების მიმართ... ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ყველაფერი იქნება შიშის შედეგი".

ნიკა გვარამიამ ასევე ილაპარაკა შესაძლო პატიმრობაზე.

"ციხეში ყოფნას ვუყურებ ფილოსოფიურად. არ მიხარია, დანამდვილებით. პირველ რიგში, ვღელავ ჩემს ოჯახზე, მერე ვღელავ ჩემს ტელევიზიაზე, მაგრამ რას ვიზამთ, არათავისუფალ სამყაროში ამ ყველაფრისთვის უნდა იყო მზად", - ამბობს ტელეკომპანია "მთავარი არხის" დამფუძნებელი და მეწილე.

ნიკა გვარამია 2007 წლის მარტში დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ. 2008 წლის 31 იანვრიდან 2008 წლის 27 ოქტომბრამდე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 2008 წლის 27 ოქტომბრიდან 2009 წლის 7 დეკემბრამდე იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 2012 წლის 14 ნოემბრიდან 2019 წლის 18 ივლისამდე - სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი.

განაჩენის მოლოდინში - ინტერვიუ ნიკა გვარამიასთან
please wait

No media source currently available

0:00 0:13:46 0:00

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG