Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყაროების თანახმად, რუსეთის საჰაერო ბაზის მახლობლად ყირიმში აფეთქებები მოხდა


ბელბეკის აეროდრომი სევასტოპოლთან, ყირიმი უკრაინა. 11 მარტი, 2022 წელი
ბელბეკის აეროდრომი სევასტოპოლთან, ყირიმი უკრაინა. 11 მარტი, 2022 წელი

Reuters-ის თანახმად, სულ მცირე ოთხი აფეთქება მოხდა 18 აგვისტოს ყირიმის ანექსირებულ ნახევარკუნძულზე, რუსეთის სამხედრო აეროპორტის მახლობლად, რასაც სამი ადგილობრივი წყარო იტყობინება, მაგრამ პრომოსკოვურმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბაზას ზიანი არ მისდგომია.

Reuters-ის ცნობაში მოყვანილი წყაროების თანახმად, აფეთქებები სევასტოპოლის ჩრდილოეთით, ბელბეკის ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. სევასტოპოლის გუბერნატორმა წინასწარი ინფორმაციით თქვა, რომ რუსეთის საზენიტო ძალებმა უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. "არანაირი დაზიანება არ არის. არავინ დაშავებულა", - გაავრცელა ცნობა მიხაილ რაზვოჟაევმა Telegram-ით.

უკრაინული ახალი ამბების საიტზე გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს რაკეტა ღამის ცაზე და ისმის სულ მცირე ორი აფეთქების ხმა. Reuters-მა ვერ შეძლო დაუყოვნებლივ გადაემოწმებინა კადრების ავთენტურობა.

ყირიმი, რომელიც რუსეთმა დაიკავა 2014 წელს, მომარაგების მნიშვნელოვანი არხია რუსეთის არმიისთვის. რუსეთმა 16 აგვისტოს დივერსანტები დაადანაშაულა ყირიმში საბრძოლო მასალის საცავში აფეთქებების სერიის მოწყობაში. გასულ კვირას აფეთქებები მოხდა ყირიმის საჰაერო ბაზაზე, მოსკოვმა განაცხადა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG