ევროპის პარლამენტმა მასობრივი შიმშილობა 1923-33 წლებში - ჰოლოდომორი - უკრაინელი ხალხის გენოციდის აქტად აღიარა.
შესაბამის რეზოლუციას მიემხრო ევროპარლამენტის 507 დეპუტატი, წინააღმდეგი იყო 12, კიდევ 17-მა თავი შეიკავა.
„ევროპის პარლამენტი აღიარებს „ჰოლოდომორს“- ხელოვნურად გამოწვეულ შიმშილს 1932-33 წლების უკრაინაში, რაც გამოიწვია საბჭოთა ხელისუფლების შეგნებულმა ქმედებამ - უკრაინელი ხალხის გენოციდად“, - წერია რეზოლუციის ტექსტში.
ევროპარლამენტი ასევე გმობს რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხის მიმართ ჩადენილ დანაშაულს, მათ შორის, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიზანდასახულ განადგურებას ზამთარში.
"ჰოლოდომორი“ გენოციდად ადრე უკვე აღიარა გერმანიის პარლამენტმა. ანალოგიური რეზოლუცია მიიღეს ირლანდიის, მოლდოვის და რუმინეთის საკანონმდებლო ორგანოებმა.
აშშ-მა რეზოლუცია ამ თემაზე 2018 დაამტკიცა.
„ჰოლოდომორი“- მასობრივი შიმშილი უკრაინაში გამოიწვია საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკამ, რომლის თანახმად, უკრაინელ გლეხობას ჩამოართვეს ყოველგვარი სასურსათო დანაზოგი.
შედეგად, სულ მცირე, ხუთი მილიონი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა ზუსტი რიცხვი უცნობია.
თვითონ უკრაინამ „ჰოლოდომორი“ გენოციდად აღიარა 2006 წელს. რუსეთი ამ შეფასებას არ ეთანხმება.