Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია


საილუსტრაციო ფოტო. საჰაერო განგაშის დროს კიეველები თავს აფარებენ მეტროს
საილუსტრაციო ფოტო. საჰაერო განგაშის დროს კიეველები თავს აფარებენ მეტროს

დღეს დილით საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრაინის კიევის, ვინიცის, ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, ოდესის, პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში. სარაკეტო დარტყმების საფრთხის გამო, მოქალაქეებს თავშესაფრებში ყოფნისკენ მოუწოდეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, შავ ზღვაში, რუსეთის ორ სამხედრო გემზე მზადყოფნაშია „კალიბრის“ ტიპის 20 რაკეტა. გარდა ამისა, არსებობს ტუ-95 ტიპის რუსული ბომბდამშენებიდან დარტყმების საფრთხე.

XS
SM
MD
LG