ხერსონის საქალაქო საბჭოს თანახმად, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა 29 იანვარს, რუსეთის მხრიდან ქალაქ ხერსონის დაბომბვის შედეგად.
„მოწინააღმდეგის მიერ ხერსონის დღევანდელი სარაკეტო იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა, 3 მათგანი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. სამედიცინო დახმარება 6-მა ადამიანმა მიიღო", - ნათქვამია ანგარიშში.
ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.
უკრაინელმა სამხედროებმა 2022 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე დაიკავეს ქალაქ ხერსონის მარჯვენა სანაპირო ნაწილი. რეგიონული ცენტრი 11 ნოემბერს გათავისუფლდა. ამის შემდეგ რუსულმა ჯარებმა დაუყოვნებლად დაიწყეს ხერსონისა და უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებადი სხვა რეგიონის ტერიტორიების დაბომბვა.
დაწერეთ კომენტარი