Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა აცხადებს, რომ ახალი რაკეტებით არ განახორციელებს იერიშებს რუსეთის ტერიტორიაზე


ოლექსი რეზნიკოვი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი
ოლექსი რეზნიკოვი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინა აშშ-ის მიერ მიწოდებულ, უფრო გრძელი რადიუსის იარაღს არ გამოიყენებს რუსეთის ტერიტორიაზე იერიშებისთვის და მიზანში ამოიღებს მხოლოდ რუსეთის იმ დანაყოფებს, რომლებიც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან, აცხადებს თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი 5 თებერვალს.

აშშ-მა პარასკევს დაადასტურა, რომ 2.175 მილიარდი დოლარის ღირებულების აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს ახალ რაკეტას, რომელიც გააორმაგებს უკრაინის თავდასხმის რადიუსს, რაც კიევს დაეხმარება რუსეთის ძალებთან ბრძოლაში.

"ჩვენს პარტნიორებს ყოველთვის ოფიციალურად ვეუბნებით, რომ უცხოელი პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს არ გამოვიყენებთ რუსეთის ტერიტორიაზე იერიშისთვის. ჩვენ ვესვრით მხოლოდ რუსეთის დანაყოფებს, რომლებიც უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან", - თქვა რეზნიკოვმა პრესკონფერენციაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG