Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალის მიმართ ადევნებაში პოლიციელი ამხილეს


ბრალდებულისთვის ბრალის გაცნობის პროცედურა
ბრალდებულისთვის ბრალის გაცნობის პროცედურა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ქალის მიმართ ადევნებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უბნის უფროსი ინსპექტორი ამხილეს. მას ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ადევნება ქალთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავი 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლამდე პერიოდში, ქ. რუსთავში, არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა ნაცნობ ქალბატონთან, კერძოდ, მისი ნების საწინააღმდეგოდ ხვდებოდა მას, ასევე, შეხვედრის მოთხოვნით უკავშირდებოდა ტელეფონისა და სოციალური ქსელების საშუალებით, ემუქრებოდა მათი მიმოწერის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით, გარდა ამისა, ადევნების გზით, უკანონოდ აკონტროლებდა მის გადაადგილებას", - წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

უბნის უფროს ინსპექტორს ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, არასათანადო მოპყრობასა და ძალადობრივ დანაშაულში, ჯამში, 62 სამართალდამცავია მხილებული.

XS
SM
MD
LG