Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 მარტს დაიწყო მუსლიმთა წმინდა თვე - რამადანი


რამადანის პირველი დღე რავალპინდიში (პაკისტანი), მასჯიდის მეჩეთის წინ კაცი სამლოცველო ქუდებით სავსე ურიკით. 11 მარტი, 2024 წელი
რამადანის პირველი დღე რავალპინდიში (პაკისტანი), მასჯიდის მეჩეთის წინ კაცი სამლოცველო ქუდებით სავსე ურიკით. 11 მარტი, 2024 წელი

ისლამის სამშობლოში, საუდის არაბეთში, ახალ მთვარეზე დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ მუსლიმთა წმინდა თვე, რამადანი, 1,8 მილიარდი მუსლიმანისთვის 11 მარტს დაიწყო.

ამ თვის განმავალობაში, მორწმუნეები მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე მარხულობენ, არ იღებენ საკვებს და სასმელს და არ აქვთ სასიყვარულო ურთიერთობა.

რამადანის თვეში ხდება საკუთარ თავში რელიგიური ჩაღრმავება, მორწმუნეები ოჯახთან ერთად არიან და საქველმოქმედო საქმიანობას ეწევიან.

ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ახალი მთვარე მხოლოდ 11 მარტს გამოჩნდა, რამადანის მარხვა 12 მარტს იწყება.

განსაკუთრებული სიტუაცია შეიქნა ირანში, სადაც რამადანის პერიოდში „ნავროზი“, ირანული კალენდრით ახალი წელი დგება, რასაც ჩვეულებრივ ფართოდ აღნიშნავენ.

XS
SM
MD
LG