Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის არმია: უკან დავიხიეთ ზაპოროჟიეს ოლქის ხუთი დასახლებული პუნქტიდან


რუსეთის სამხედროები და ტექნიკა ზაპოროჟიეში. 2023 წელი (არქივი)
რუსეთის სამხედროები და ტექნიკა ზაპოროჟიეში. 2023 წელი (არქივი)

უკრაინის არმიის სამხრეთის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ უკან დაიხიეს ზაპოროჟიეს რეგიონის ხუთი დასახლებული პუნქტის მახლობლად მდებარე პოზიციებიდან.

"უკრაინსკაია პრავდის" ცნობით, პოზიციების დატოვება გამოიწვია რუსეთის ჯარის თავდასხმების გაძლიერებამ, ცეცხლის ინტენსივობის ზრდამ და პერსონალის სიცოცხლის შენარჩუნების აუცილებლობამ.
უკრაინელი სამხედროები იძულებული იყვნენ გასულიყვნენ დასახლებული პუნქტების, ნოვოუსპენოვსკოეს, ნოვოეს, ოხოტნიჩიეს, უსპენოვკისა და ნოვონიკოლაივკის მიმდებარე პოზიციებიდან.

„მტერი ცდილობს ამ სოფლებში ჯგუფების განლაგებას, მაგრამ უკრაინელი დამცველები მთელი ძალით ეწინააღმდეგებიან მათ მცდელობებს!“ - ნათქვამია განცხადებაში.

არსებული ცნობით, გრძელდება მძაფრი ბრძოლები იაბლოკოვოს, რივნეპოლიესა და სლადკესთვის.

სამხრეთის თავდაცვის ძალების ცნობით, რუსეთის ჯარი აღმოსავლეთიდან ცდილობს ჰულიაიპოლეს ალყაში მოქცევას და პოკროვსკოედან მომავალი სატრანსპორტო გზების გადაკეტვას.

უფრო ადრე DeepState-ის ანალიტიკურმა პროექტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის არმიამ დონეცკის რეგიონში კატერინივკა და ზაპოროჟიეს რეგიონში ნოვომიკოლაივკა აიღო და ორივე რეგიონში რამდენიმე მიმართულებით წინ წაიწია.

უკრაინის არმია იტყობინება ასევე, რომ დაარტყა რუსეთის ქალაქ ორსკის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG