ფინანსური პოლიციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, დაკავებული "თბილსერვის ჯგუფის" შიდა კონტროლის დეპარტამენტის მუნიციპალიტეტის რაიონული მონიტორინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტია. "თბილსერვის ჯგუფი" თბილისის მერიას დაქვემდებარებული სახელმწიფო ორგანიზაციაა.
"სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულება. ბრალდებული დაკავებულია ქრთამის სახით 3 000 ლარის აღებისთანავე და ფულადი თანხა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყების განცხადებაში.
ფორუმი