სამიტი იმართება მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა უკრაინას, რომ ქვეყანა ახლა ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტის“ წინაშე დგას, რაც უკავშირდება ზეწოლას სამშვიდობო შეთანხმებით გათვალისწინებული გეგმის მიღების გამო და რომელი გეგმის პუნქტებიც მოსკოვისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა.
BBC-ის ცნობით, ზელენსკი პარასკევს ტელეფონით ესაუბრა კირ სტარმერს, ასევე, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს.
„ჩვენ ყველას გვსურს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა - ეს სურს აშშ-ს პრეზიდენტს, ეს გვინდა ყველა ჩვენგანს. ამიტომ, ამ მიზნისკენ უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ პრინციპი, რომ უკრაინამ, თავისი სუვერენიტეტის ფარგლებში, საკუთარი მომავალი უნდა განსაზღვროს, ფუნდამენტური პრინციპია“, - განაცხადა სტარმერმა ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.
G20-ს არ დაესწრებიან აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
20 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკული მხარისგან მიიღო გეგმის პროექტი, რომელსაც, ვაშინგტონის შეფასებით, შეუძლია გაააქტიუროს დიპლომატიური ძალისხმევა ომის დასრულების მიზნით.
უკრაინაში ომის შესაჩერებლად აშშ-ში შემუშავებული ახალი წინადადების პროექტი კიევს მოუწოდებს გარკვეული ტერიტორიების და ასევე გარკვეული შეიარაღების დათმობისკენ.
21 ნოემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ მოუწოდა უკრაინის პარლამენტს და მთავრობას თანამშრომლობისკენ და განაცხადა: „ახლა უკრაინა შეიძლება ძალიან რთული არჩევანის - ან ღირსების, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს".
ამავდროულად, მან განაცხადა, რომ გააგრძელებს კონსტრუქციულ თანამშრომლობას აშშ-სთან.
ფორუმი