Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო: Deutsche Welle "არასასურველ ორგანიზაციათა" ნუსხაშია შეტანილი


რუსეთის სახელმწიფო სათათბირო: Deutsche Welle "არასასურველ ორგანიზაციათა" ნუსხაშია შეტანილი
რუსეთის სახელმწიფო სათათბირო: Deutsche Welle "არასასურველ ორგანიზაციათა" ნუსხაშია შეტანილი

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს განცხადებით, გენერალურმა პროკურატურამ მხარი დაუჭირა გერმანიის მედიაკომპანიის, Deutsche Welle-ის (DW) "არასასურველ ორგანიზაციათა" რეესტრში შეტანას. ამ შინაარსის განცხადება გამოქვეყნდა ტელეგრამის არხზე, რომელსაც მართავს უცხოეთის სახელმწიფოების რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევის გამოძიების კომისია - იუწყება რადიო თავისუფლების რუსული სამსახური.

დაზუსტებული არ არის როდის მიიღეს გადაწყვეტილება Deutsche Welle-ის "არასასურველ ორგანიზაციათა" ნუსხაში შეტანაზე. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი ცნობა ჯერჯერობით არც "არასასურველი ორგანიზაციების" ოფიციალურ სიაში იძებნება და არც გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ცნობებში.

რუსეთის ფედერაციაში "არასასურველ ორგანიზაციებთან" თანამშრომლობისთვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG