Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინში დასრულდა უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი


მედიის ცნობით, 15 დეკემბრის შეხვედრა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.
მედიის ცნობით, 15 დეკემბრის შეხვედრა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.

გერმანიის დედაქალაქში დასრულდა უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის სამშვიდობო გეგმის გარშემო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, - ცნობას ავრცელებს უკრაინული მედია, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველ დმიტრო ლიტვინს ეყრდნობა.

მოლაპარაკება, რომელშიც მონაწილეობდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, 14 დეკემბერს ბერლინში დაიწყო და ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

მედიის ცნობით, 15 დეკემბრის შეხვედრა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. ზელენსკი, მასში მონაწილეობის შემდეგ, გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შესახვედრად გაემგზავრა.

Reuters-ის თანახმად, ზელენსკის განაცხადა, რომ მოლაპარაკება აშშ-ის წარმომადგენლებთან არ იყო იოლი, მაგრამ - პროდუქტიული. ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ახლა უკრაინაზე თავდასხმებს მოლაპარაკებებზე ზეწოლის ბერკეტად იყენებს.

უკრაინის დელეგაციის წევრმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ ბერლინში აშშ-ის დელეგაციასთან ორდღიანი მოლაპარაკებების დრო „რეალური პროგრესს“ მიაღწიეს.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინა-აშშ-ის მოლაპარაკებები კონსტრუქციული და პროდუქტიული იყო, რეალური პროგრესი მიღწეული იყო“, - განაცხადა უმეროვმა სოციალურ მედიაში.

უიტკოფმა წინა საღამოს განაცხადა, რომ „დიდი პროგრესს“ მიაღწიეს.

წყაროებზე დაყრდნობით, Reuters-ი და რამდენიმე სხვა მედიასაშუალება იუწყებოდნენ, რომ სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რაც შეიძლება ნატოში წევრობის ალტერნატივად იქცეს.

„Wall Street Journal“-ისა და „AFP“-ის ცნობით, აშშ-ის ოფიციალური პირები კვლავ მოითხოვენ უკრაინის ჯარების გაყვანას დონეცკის რეგიონის დარჩენილი ნაწილიდან, რომელიც მათ კონტროლს ექვემდებარება. ეს რუსეთის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. წყაროების ცნობით, კიევის ოფიციალურმა პირებმა ეს საჯაროდ განაცხადეს, უკრაინული მხარე ამ პირობას არ ეთანხმება.

საღამოს ზელენსკი ბერლინში ევროპის წამყვანი ქვეყნების ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებას გამართავს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG