გავრცელებული ინფორმაციით, კასტმა ხმების 58.2% მიიღო, ხოლო კომუნისტური პარტიის წევრმა და ამ ქვეყნის შრომის ყოფილმა მინისტრმა, ჰარამ - 41.8%. ხარა პირველ ტურში ლიდერობდა, თუმცა გამოკითხვები კასტს უწინასწარმეტყველებდა გამარჯვებას, რადგან პირველ ტურში წაგებულმა რამდენიმე კანდიდატმა მას დაუჭირა მხარი.
მედია, ჩილეში დემოკრატიის აღდგენის 35 წლის შემდეგ, კასტს არჩევნებში ყველაზე კონსერვატიულ გამარჯვებულს უწოდებს. კასტი თავგამოდებული კათოლიკეა, ცხრა შვილის მამა და ერთნაირსქესიანთა ქორწინებისა და აბორტის მოწინააღმდეგე. გერმანული წარმოშობის კასტის ძმა მინისტრი იყო დიქტატორ ავგუსტო პინოჩეტის კაბინეტში, ხოლო მამა - ნაცისტური პარტიის წევრი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიიდან ემიგრაციაში წავიდა.
კასტმა ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები წააგო, თუმცა ამჯერად, მემარცხენე პრეზიდენტის, გაბრიელ ბორიჩის ოთხწლიანი მმართველობის შემდეგ, ამომრჩევლებმა მემარჯვენე კანდიდატს დაუჭირეს მხარი. კასტის დაპირებებს შორისაა არალეგალური მიგრაციისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე საბაზრო რეფორმები.
კომენტატორები კასტის გამარჯვებას ლათინური ამერიკის პოლიტიკაში მემარჯვენე ტენდენციის გაგრძელებად მიიჩნევენ და მემარჯვენეების საარჩევნო წარმატებებზე მიუთითებენ არგენტინასა და ბოლივიაში.
კასტი არ მალავს თავის სიმპათიას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკის მიმართ.
ჩილეში პრეზიდენტი ოთხი წლის ვადით აირჩევა და მეორე ვადით კენჭისყრა არ შეუძლია.
ფორუმი