Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ხალხი გამოვიდა თეირანის ქუჩებში 8 აპრილს, მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადდა.
ხალხი გამოვიდა თეირანის ქუჩებში 8 აპრილს, მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადდა.

გრძელდება ისრაელის ძლიერი იერიშები ლიბანზე - ლაივბლოგი

ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები, მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. დაიღუპნენ უზენაესი ლიდერი და სხვა მაღალჩინოსნები აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად, რომლებიც კვლავ გრძელდება.

მთავარი მოვლენები

20:10 13.1.2026

დღეს, 13 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაპოსტა ირანელებისადმი მიმართვა:

„ირანელო პატრიოტებო, განაგრძეთ პროტესტი - ხელში აიღეთ თქვენი ინსტიტუტები!!! დაიმახსოვრეთ მკვლელებისა და მოძალადეების სახელები. ისინი დიდ ფასს გადაიხდიან. გავაუქმე ყველა შეხვედრა ირანის ოფიციალურ პირებთან მანამდე, სანამ მომიტინგეთა ეს უაზრო ხოცვა არ შეწყდება. დახმარება გზაშია. MIGA [დავუბრუნოთ ირანს დიდება - რ.თ.]!!!”

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ 12 იანვარს განაცხადა: „ირანის ისლამურ რესპუბლიკას არ სურს ომი, თუმცა სრულად მზად არის ომისთვის“.

მაშ ასე, მოქმედების რა ვარიანტები რჩება ვაშინგტონს, დიპლომატიის ჩავარდნის შემთხვევაში?

19:23 13.1.2026
15:54 13.1.2026

აშშ-მა თავის მოქალაქეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ ირანი. შეტყობინება 13 იანვარს გამოჩნდა თეირანში აშშ-ის ვირტუალური საელჩოს ვებსაიტზე.

"დაუყოვნებლივ დატოვეთ ირანი. შეიმუშავეთ ირანის დატოვების გეგმა, აშშ-ის მთავრობის დახმარების გარეშე. თუ ვერ ახერხებთ წასვლას, იპოვეთ უსაფრთხო ადგილი თქვენს საცხოვრებელ სახლში ან სხვა შენობაში. მოიმარაგეთ საკვები, წყალი, მედიკამენტები და სხვა აუცილებელი ნივთები“, - ნათქვამია განცხადებაში.

12:46 13.1.2026

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში სპარსულ ენაზე გამოაქვეყნა პოსტი:

„მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ არ გაუშვას ხელიდან ეს მომენტი, როდესაც ცვლილება შესაძლებელია. თითოეული ლიდერი, თითოეული ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია ახლა უნდა ჩაერთოს და დაეხმაროს ხალხს იმ პირების ჩამოცილებაში, ვინც პასუხისმგებელია იმაზე, რაც, სამწუხაროდ, ირანში ხდება.“

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG