ირანის ბოლო შაჰის შვილი, ემიგრაციაში მცხოვრები რეზა ფეჰლევი ირანელ სამხედროებს მოუწოდებს გადავიდნენ ხალხის მხარეს “სანამ ამის დრო ჯერ ისევ არის”.
ირანელი ხალხისადმი ვიდეომიმართვაში პრინცი რეზა ფეჰლევი ამბობს, რომ „დახმარება უკვე გზაშია“ და გულისხმობს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელიც მან სამშაბათს 13 იანვარს გააკეთა.
Axios: უიტკოფი „ფარულად“ შეხვდა ირანის პრინც რეზა ფეჰლევის
გამოცემა Axios-ის რეპორტიორმა ბარაკ რავიდმა 13 იანვარს პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი „ფარულად“ შეხვდა ირანის ყოფილ მემკვიდრე პრინც რეზა ფეჰლევის, რომელიც ოპოზიციის ფიგურა გახდა.
მას მოჰყავს „ამერიკელი ჩინოვნიკის“ ციტატა, რომელმაც განაცხადა, რომ შეხვედრისა და მოლაპარაკებების ფოკუსი ირანში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები იყო.
აშშ-ის ოფიციალურ პირებს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ ეს ამბავი.
Axios-ის ინფორმაციით, ეს არის პირველი მაღალი დონის შეხვედრა ირანის ოპოზიციასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის მას შემდეგ, რაც 28 დეკემბერს ირანში საპროტესტო აქციები დაიწყო.
საიტის ცნობით, ფეჰლევი ცდილობს თავი „გარდამავალ“ ლიდერად წარმოადგინოს, თუ რეჟიმი დაეცემა.
უიტკოფი ადრე ტრამპის წარმომადგენელი იყო ისლამური რესპუბლიკისასთან ბირთვულ მოლაპარაკებებში.
ფორუმი