Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ხალხი გამოვიდა თეირანის ქუჩებში 8 აპრილს, მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადდა.
ხალხი გამოვიდა თეირანის ქუჩებში 8 აპრილს, მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადდა.

გრძელდება ისრაელის ძლიერი იერიშები ლიბანზე - ლაივბლოგი

ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები, მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. დაიღუპნენ უზენაესი ლიდერი და სხვა მაღალჩინოსნები აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად, რომლებიც კვლავ გრძელდება.

მთავარი მოვლენები

21:26 6.2.2026

6 თებერვალს ომანში გაიმართა მოლაპარაკება აშშ-ის და ირანის წარმომადგენლებს შორის - ურთიერთობის მკვეთრი გაუარესების ფონზე ამ ორ ქვეყანას შორის, რომლებიც შეიარაღებული დაპირისპირების ზღვარზე აღმოჩნდნენ.

ქვეყნების დელეგაციებს არ გაუმართავთ პირდაპირი მოლაპარაკება. გავრცელებული ცნობებით, ირანის დელეგაციამ - რომელსაც ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაყჩი - თავიანთი ხედვა გააცნეს ომანის მხარეს, რომელიც შუამავლის როლით გამოდის. ირანის პოზიცია ომანმა მიაწოდა აშშ-ის წარმომადგენლებს. როგორც ირანული სააგენტო, Mehr იუწყება, მოლაპარაკება გაგრძელდა არაპირდაპირ ფორმატში - ომანის წარმომადგენლები შუამავლის ფუნქციას კისრულობდნენ ორივე დელეგაციასთან.

პარასკევს დღისით გამოცხადდა, რომ მოლაპარაკებების მიმდინარე ეტაპი დასრულდა. გავრცელებული მოლოდინით, მოლაპარაკებები გაგრძელდება.

01:56 6.2.2026

6 თებერვალს ომანში გაიმართება აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკება.

Reuters-ის თანახმად, თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა, 5 თებერვალს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ელოდება 6 თებერვალს. ომანში აშშ-სა და ირანს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებები ტრამპისთვის ნათელს გახდის, შესაძლებელია თუ არა ირანთან შეთანხმების მიღწევა, რეგიონში აშშ-ის დიდი სამხედრო ძალის თავმოყრის ფონზე.

01:55 6.2.2026

ირანელმა კინორეჟისორმა ჯაფარ ფანაჰიმ AFP-ს განუცხადა, რომ მისი აზრით, ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის პარასკევისთვის დაგეგმილ მოლაპარაკებებში არის საფრთხე, რომ რიგითი ირანელები "გაიწირებიან", რადგან მისი ქვეყანა ჯერ კიდევ „შოკშია“ საპროტესტო აქციების სისხლიანი დარბევის გამო.

19:02 5.2.2026

მსახიობები ფაჯრის კინოფესტივალს კვლავ ბოიკოტს უცხადებენ

ცნობილი კინორეჟისორებისა და მსახიობების ნაწილის მიერ ფაჯრის (Fajr) 44-ე კინოფესტივალის დატოვების ფონზე, მსახიობმა ამირ ჯადიდიმ ინსტაგრამზე გამოაცხადა, რომ ის ფესტივალზე დასწრებისგან „თავს შეიკავებს“.

ფესტივალი, რომელიც 31 იანვრიდან 11 თებერვლამდე იმართება, ირანის ყველაზე მასშტაბური და გამორჩეული კინომოვლენაა.

ჯადიდი რიგით მეოთხე ცნობილი მსახიობია, რომელმაც ბოლო დღეების განმავლობაში ფესტივალში მონაწილეობაზე უარი თქვა.

მანამდე მსახიობებმა - ელნაზ შაქერდუსტმა, საჰრა ასადაოლაჰიმ და ჰუმან სეიდიმ - განაცხადეს, რომ ისინი 44-ე ფაჯრის ფესტივალს არ დაესწრებოდნენ.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG