მოსკოვი მოითხოვს, რომ ირანის გარშემო არსებული ვითარება „პოლიტიკურ -დიპლომატიური მოგვარების კალაპოტს დაუბრუნდეს“ და გამოხატავს მზადყოფნას, რომ “როგორც მანამდე, მზად არის დახმარებისთვის სამშვიდობო გამოსავლის საძიებლად, საერთაშორისო სამართალზე, ურთიერთპატივისცემასა და ინტერესთა ბალანსზე დაყრდნობით”. ამის შესახებ წერია რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხახებაში.
ჯერჯერობით არ არსებობს დადასტურებული ცნობები ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ირანში, რომლის წინააღმდეგაც სამხედრო იერიში დაადასტურეს ისრაელმა და აშშ-მა, 28 თებერვალს.
ირანის მედია ადასტურებს აფეთქებებს ქვეყნის ტერიტორიაზე - არაერთ ქალაში, მათ შორის ასახელებენ თეირანს, ტებრიზს, ისპაჰანს, კუმს, ლურესტანსა და ჩაბახარს.
ფორუმი