Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ხალხი გამოვიდა თეირანის ქუჩებში 8 აპრილს, მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადდა.
ხალხი გამოვიდა თეირანის ქუჩებში 8 აპრილს, მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადდა.

გრძელდება ისრაელის ძლიერი იერიშები ლიბანზე - ლაივბლოგი

ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები, მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. დაიღუპნენ უზენაესი ლიდერი და სხვა მაღალჩინოსნები აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად, რომლებიც კვლავ გრძელდება.

მთავარი მოვლენები

20:15 28.2.2026
19:02 28.2.2026
19:00 28.2.2026

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მხარდაჭერას უცხადებს ირანელ ხალხს, ხოლო თეირანს მოლაპარაკებების აბუჩად აგდებაში სდებს ბრალს, აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ წამოწყებული სამხედრო ოპერაციის ფონზე. ფაქტს არ გამოხმაურებია "ქართული ოცნების" მთავრობა.

„ომის დაწყება არასდროს მიხარია, მაგრამ ირანის ხელისუფლებამ ტყუილი თქვა, დამალა, აბუჩად აიგდო ყველა მოლაპარაკება და რაც ყველაზე მთავარია, მოკლა და აწამა საკუთარი ხალხი. დიქტატურები უნდა დასრულდეს! მხარდაჭერა ირანელ ხალხს!“, - სალომე ზურაბიშვილის განცხადება სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნდა.

18:33 28.2.2026

ირანში "თითქმის ტოტალურად" გათიშულია ინტერნეტი, იმ ფონზე, როცა აშშ და ისრაელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ მასშტაბურ, კოორდინირებულ საჰაერო დარტყმებს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG