9 მარტს, აზიის ვაჭრობის გახსნისას Brent-ის ნავთობზე ფასი მკვეთრად გაიზარდა და იმ მომენტში მიაღწია ბარელზე 119.5 დოლარს - რაც მაქსიმალური მაჩვენებელია 2022 წლიდან.
ფასების მკვეთრი გზა უკავშირდება ესკალაციას ახლო აღმოსავლეთში - მას მერე, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ საომარი ოპერაცია დაიწყეს და შემდეგ თეირანმა რეგიონში ამერიკის ბაზებზე მიიტანა იერიშები. კონფლიქტის დაწყების შემდეგ ფაქტობრივად დაიხურა ჰორმუზის სრუტე - მარშრუტი, რომელსაც მსოფლიოს ნავთობის დაახლოებით 20 პროცენტი გადის.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ „ნატოს ანტისარაკეტო თავდაცვის საშუალებებით“ განადგურებულია ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა მას შემდეგ, რაც ის თურქეთის საჰაერო სივრცეში შევიდა.
თურქეთის სამხედროთა თანახმად, რაკეტის ნამსხვრევები ქვეყნის სამხრე-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ გაზიანტეპის დაუსახლებელ ნაწილში ჩამოვარდა. არავინ დაშავებულა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოჯთაბა ხამენეის მიულოცა ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაეს ლიდერად არჩევა და თეირანს მოსკოვის „უცვლელი მხარდაჭერა“ დაუდასტურა.
ფორუმი