Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ამერიკული უნივერსიტეტი ცენტრალურ ბეირუთში არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საგანმანათლებლო დაწესებულება რეგიონში.
ამერიკული უნივერსიტეტი ცენტრალურ ბეირუთში არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საგანმანათლებლო დაწესებულება რეგიონში.

აშშ-ის საელჩო ლიბანში: ირანმა და მისმა მოკავშირეებმა შესაძლოა უნივერსიტეტები ამოიღონ მიზანში - ლაივბლოგი

ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები, მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. დაიღუპნენ უზენაესი ლიდერი და სხვა მაღალჩინოსნები აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად, რომლებიც კვლავ გრძელდება.

მთავარი მოვლენები

01:37 13.3.2026

აშშ-ის სამხედრო პირების მიერ ირანის გოგონათა სკოლაზე სარაკეტო დარტყმის შემდგომი მოვლენების საბოლოო შეფასებას კონგრესს უახლოეს დღეებში წარუდგენენ, განუცხადეს წყაროებმა რადიო თავისუფლებას.

ამის ფონზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდასხმა, ალბათ შეერთებულმა შტატებმა განახორციელა.

01:36 13.3.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის საფეხბურთო ნაკრები გააფრთხილა, რომ მათი „სიცოცხლე და უსაფრთხოება“ შესაძლოა საფრთხეში აღმოჩნდეს, თუ ისინი იქნებიან 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში უნდა გაიმართოს.

22:02 12.3.2026

აშშ-მა ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების დაახლოებით 60 ხომალდი ჩაძირა და ქვეყნის ჩვეულებრივი ფლოტის დიდი ნაწილი გაანადგურა. თუმცა ჰორმუზის სრუტე მაინც ფაქტობრივად დახურულია, რადგან ირანს გემების შესაჩერებლად ძლიერი ფლოტი არც სჭირდება.

აშშ-ისა და ისრაელის მასშტაბურმა საჰაერო იერიშებმა, რომელიც 28 თებერვალს დაიწყო, ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტის დიდი ნაწილი გაანადგურა.

18:31 12.3.2026

ირანის ახალმა უზენაესმა მმართველმა, მოჯთაბა ხამენეიმ, 12 მარტს განაცხადა,რომ ჰორმუზის სრუტე ჩაკეტილი უნდა დარჩეს, როგორც ზეწოლის საშუალება.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG