Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ამერიკული უნივერსიტეტი ცენტრალურ ბეირუთში არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საგანმანათლებლო დაწესებულება რეგიონში.
ამერიკული უნივერსიტეტი ცენტრალურ ბეირუთში არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საგანმანათლებლო დაწესებულება რეგიონში.

აშშ-ის საელჩო ლიბანში: ირანმა და მისმა მოკავშირეებმა შესაძლოა უნივერსიტეტები ამოიღონ მიზანში - ლაივბლოგი

ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები, მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. დაიღუპნენ უზენაესი ლიდერი და სხვა მაღალჩინოსნები აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად, რომლებიც კვლავ გრძელდება.

მთავარი მოვლენები

19:33 18.3.2026

ისრაელმა კიდევ ერთი ირანელი მაღალჩინოსნის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა

ისრაელის თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცის თანახმად, გასულ ღამით ავიადარტყმის შედეგად თეირანში მოკლულია ირანის დაზვერვის მინისტრი ესმაილ ხათიბი. მისი დაღუპვის ფაქტი ირანს არ დაუდასტურებია.

  • ესმაილ ხათიბი ირანის დაზვერვის მინისტრად 2021 წელს დაინიშნა და აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პირველივე დღეს, 2026 წლის 28 თებერვალს მოკლული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ერთ-ერთ უახლოეს თანამოაზრედ ითვლებოდა.

გამოცემა Times of Israel-ის ცნობით, თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა დღეს, 18 მარტს ისიც განაცხადა, რომ მან და პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის არმიას მისცეს დამატებითი ნებართვის გარეშე ნებისმიერი ირანელი მაღალჩინოსნის ლიკვიდაციის უფლება.

19:33 18.3.2026

ირანმა სარაკეტო შეტევა მიიტანა ისრაელის ქალაქ თელ-ავივზე

ისრაელის სამედიცინო დახმარების სამსახურის ცნობით, 70 წლამდე ასაკის ქალი და კაცი დაიღუპნენ თელ-ავივთან მდებარე რამათ-განის რაიონში. კიდევ ორი ადამიანი დაჭრილია.

ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, გასულ ღამით თელ-ავივზე სარაკეტო დარტყმა იყო პასუხი ისლამური რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელ ალი ლარიჯანის სიკვდილზე.

  • ისრაელმა 17 მარტს განაცხადა ირანზე დარტყმის შედეგად ლარიჯანის ლიკვიდაციის შესახებ, რაც მოგვიანებით თეირანმაც დაადასტურა. ირანის არმიის მთავარსარდალი ამირ ჰატამი ისრაელს და აშშ-ს მტკიცე პასუხით დაემუქრა.
01:41 18.3.2026

ირანის მედია იტყობინება, რომ დასტურდება ამ ქვეყნის უშიშროების უზენაესი საბჭოს ხელმძღვანელის, ალი ლარიჯანის სიკვდილი

ირანის მედია აქვეყნებს უშიშროების უზენაესი საბჭოს სამდივნოს განცხადებას ალი ლარიჯანის სიკვდილის შესახებ.

საბჭოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, მოკლულია მისი ვაჟი და მცველებიც.

ისრაელმა დღეს, 17 მარტს, ადრე განაცხადა, რომ ალი ლარიჯანი ლიკვიდირებულია.

ალი ლარიჯანი ისლამურ რესპუბლიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო.

17 მარტს ისრაელის და დასავლეთის მედიასაშუალებებმა, ისრაელის თავდაცვის არმიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ გასულ ღამით ირანზე ისრაელის დარტყმის ერთ-ერთი სამიზნე ალი ლარიჯანი იყო.

15:47 17.3.2026

ტრამპმა ჩინეთს სთხოვა პეკინში ვიზიტის გადადება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთს სთხოვა, დაახლოებით ერთი თვით გადაიდოს პეკინში მისი ვიზიტი. ამის შესახებ თავად ტრამპმა უთხრა ჟურნალისტებს 16 მარტს, თეთრ სახლში.

„ომის გამო მინდა, რომ აქ ვიყო. ვგრძნობ, რომ აქ უნდა ვიყო“, - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

  • აშშ ისრაელთან ერთად თებერვლის ბოლოდან აწარმოებს სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ.
  • პრეზიდენტი ტრამპი ჩინეთის მეთაურთან, სი ძინპინთან შესახვედრად პეკინში გამგზავრებას მარტის ბოლოს გეგმავდა.

16 მარტს დონალდ ტრამპმა მედიას ისიც უთხრა, რომ მას და სი ძინპინს ძალიან კარგი ურთიერთობები აქვთ და შეხვედრას მოუთმენლად ელოდება.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG