დოკუმენტს ხელი მოაწერეს SOCAR-ის პრეზიდენტმა როვშან ნაჯაფოვმა და Eni S.p.A.-ს გენერალურმა დირექტორმა კლაუდიო დესკანციმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობის ფარგლებში.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ Baleine გაზისა და ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი საბადოა, რომელიც ბოლო წლებში დასავლეთ აფრიკაში აღმოუჩენიათ. საბადო 2021 წელს აღმოაჩინეს და მოპოვება 2023 წელს დაიწყო.
აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვება შემცირებულია, გაზისა კი გაზრდილი. 2025 წელს აზერბაიჯანმა 27.7 მილიონი ტონა ნავთობი (- 4.8 პროცენტი), 51.5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი (+ 2.4 პროცენტი) აწარმოვა.
SOCAR-ი არ ავრცელებს მონაცემებს კომპანიის დავალიანებასთან დაკავშირებით. არის ვარაუდი, რომ ის რამდენიმე მილიარდ მანათს უტოლდება. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის თანახმად, კომპანიამ თანამშრომლების რაოდენობაც შეამცირა 2025 წლის 1 იანვრის მონაცემებით, SOCAR-ში დასაქმებული იყო 48 ათას 69 ადამიანი. 10 წლის განმავლობაში, კომპანიამ თანამშრომელთა რაოდენობა 6 ათას 645-ით შეამცირა.
დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. რიგ კულუარულ შეხვედრებს ის თავის ვაჟთან ჰეიდარ ალიევი უმცროსთან ერთად ესწრებოდა.
დავოსში ალიევთან შეხვედრას პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი. რომლის თანახმადაც, შეხვედრაზე შეთანხმდნენ „ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის სავაჭრო კავშირების გაფართოების მიზნით მუშაობის გაძლიერებაზე".
ფორუმი