Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ გააკრიტიკა ევროპის ქვეყნები და გამბედაობისკენ მოუწოდა მათ


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა ევროპის ქვეყნების რეაქცია აშშ-სთან გრენლანდიის გამო დავაზე. მან განაცხადა, რომ კონტინენტმა მეტი გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და მას მცირე და საშუალო ქვეყნების "დაშლილი კალეიდოსკოპი“ უწოდა.

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, 22 იანვარს, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მშვიდობის მიღწევა აშშ-ის პრეზიდენტის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია და ევროკავშირი გააკრიტიკა პოლიტიკური ნების ნაკლებობის გამო, რაც გამოიხატება ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენების სურვილის არქონაში.

„მსოფლიოში თავისუფლების დაცვაში ლიდერობის საკუთარ თავზე აღების ნაცვლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამერიკის ყურადღება სხვაგანაა, ევროპა გზააბნეულია და ცდილობს აშშ-ის პრეზიდენტის დარწმუნებას, შეიცვალოს “, - განაცხადა ზელენსკიმ.


უკრაინის პრეზიდენტი გამოვიდა მოწოდებით, შეიქმნას ევროკავშირის ერთიანი შეიარაღებული ძალები. ზელენსკი თვლის, რომ თუ რუსეთი თავს დაესხმება ბალტიისპირეთის ქვეყნებს და შეერთებული შტატები უარს იტყვის ჩარევაზე, „ევროპამ უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას თავი.“


ფორუმი

XS
SM
MD
LG