ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთი გეგმავს „უკრაინის გაყოფას კორეის მაგალითზე“, ყირიმთან დამაკავშირებელი სახმელეთო დერეფნის შექმნას, რის შემდეგაც უკრაინას საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას შესთავაზებენ.
14 მარტს ამერიკული დამრტყმელი სადაზვერვო თვითმფრინავი MQ-9 Reaper-ი, თავისი არსებობის განმავლობაში პირველად ჩამოვარდა შავი ზღვის თავზე, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში რუსულ გამანადგურებლებთან კონტაქტის შედეგად, რასაც თეთრ სახლში „სახიფათო და უგუნური“ ნაბიჯი უწოდეს.
რუსმა „ბოევიკმა“ ალექსანდრ ფრანჩეტიმ, რომელსაც ყირიმის ანექსიაში მონაწილეობა ედებოდა ბრალად, ჩეხეთის ციხეში წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ კვლავ მოახერხა ანექსირებულ ყირიმში დაბრუნება.
არაღიარებული დნესტრისპირეთის „უშიშროების სამინისტრო“ ამტკიცებს, რომ აღკვეთა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაგეგმილი ტერაქტი, რომელიც რამდენიმე ტირასპოლელი მაღალჩინოსნის, მათ შორის, მოლდოვის დნესტრისპირეთის რესპუბლიკის ლიდერის, ვადიმ კრასნოსელსკის წინააღმდეგ იყო მიმართული.
უკრაინის შეიარაღებული ძალების 30-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის სახელით სამშაბათს გავრცელდა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სავარაუდო რუსი ოკუპანტის მიერ დახვრეტილი უკრაინელი ტყვე მათი ბრიგადის ჯარისკაცი, ტიმოფეი შადურაა.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 2 მარტს უშიშროების საბჭოს წევრებთან დისტანციური კონსულტაცია გამართა მას შემდეგ, რაც რუსეთის რამდენიმე რეგიონის ხელმძღვანელებმა გაავრცელეს ცნობები, სავარაუდოდ უკრაინის ტერიტორიიდან, სადივერსიო-სადესანტო ჯგუფის შეჭრის, მძევლების აყვანის, სროლებისა და მსხვერპლის შესახებ.
კიშინიოვის ხელისუფლება გადაჭრით უარყოფს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ბრალდებას, თითქოს უკრაინა უახლოეს მომავალში მოლდოვის რესპუბლიკის სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონში შეტევის დასაწყებად ემზადებოდეს.
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თითქმის 2 საათის განმავლობაში კითხულობდა ყოველწლიურ მიმართვას, რომელიც წინა გამოსვლების მსგავსად სავსე იყო მილიტარისტული რიტორიკით და უხვი ანტილიბერალური, ანტიდასავლური და ანტიუკრაინული აქცენტებით.
2022 წლის 22 თებერვალს ჟოზეპ ბორელის, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის ტელეფონზე, ვაშინგტონიდან ამ ქვეყნის უმაღლესი დიპლომატის ზარი გაისმა.
კალინინგრადის რეგიონიდან მობილიზებულმა თორმეტმა სამხედრომ ცოტა ხნის წინ რეგიონულ ხელისუფლებას გაუგზავნა ვიდეომიმართვა, რომელშიც ისინი თავიანთ მძიმე ყოფას აღწერენ და შველას ითხოვენ.
მიუხედავად რუსეთის გააფთრებული იერიშებისა, უკრაინის დამცველები აცხადებენ, რომ არ აპირებენ მტერს ჩააბარონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, სადაც უკრაინის არმიას მძლავრი, მრავალეშელონიანი თავდაცვა აქვს ორგანიზებული.
14 თებერვალს რუსეთმა სრულიად „უსაფუძვლო და დაუდასტურებელი“ უწოდა მოლდოვის დესტაბილიზაციისა და პროდასავლური ხელისუფლების შეცვლის სავარაუდო გეგმას, რომლის დეტალებზე, უკრაინის სპეცსამსახურებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, წინა დღით მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ვრცლად ისაუბრა.
რუსეთი ძირგამომთხრელი და მადესტაბილიზებელი ქმედებებით მიზნად ისახავს მოლდოვის ლეგიტიმური ხელისუფლების შეცვლას, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტას და მოლდოვის რესპუბლიკის გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ 13 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ომის დაწყების შემდეგ თავისი პირველი ევროპული ტურნეს დროს, ევროკავშირის ლიდერების სრული მხარდაჭერა მოიპოვა.
უკრაინის ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცების ოჯახები ჩივიან, რომ ყოველთვის ვერ ახერხებენ თავიანთი ნათესავების ცხედრების ამოცნობას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ახლობლების დაღუპვით გამოწვეულ ჭირისუფალთა მდგომარეობას.
7 თებერვალს უკრაინის ვერხოვნა რადამ უსწრაფესად დაამტკიცა შინაგან საქმეთა მინისტრისა და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსად შერჩეული კანდიდატები - იგორ კლიმენკო და გენერალი ვასილ მალიუკი.
რუსეთთან ომის წლისთავზე, ომში მყოფი ქვეყნის თავდაცვის მინისტრისთვის თანამდებობიდან მოსალოდნელი გადაყენების შესახებ ცნობილი არა უმაღლესი მთავარსარდლისგან, არამედ სოციალური მედიით ხდება.
ჩამოტვირთე მეტი