ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
საქართველოსა და ბალტიის ზღვის რეგიონის სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების ზოგიერთი ისტორიული ფაქტი სულ მალე ერთ ნაშრომში მოიყრის თავს. წიგნზე მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკო ჯავახიშვილი.
პოლონეთის პოლიციამ სიტყვა შეასრულა და პარასკევს, გვიან ღამით, დააკავა ახმედ ზაკაევი, რომელიც, გაფრთხილების მიუხედავად, ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესში მონაწილეობის მისაღებად ვარშავაში მაინც ჩავიდა. ჩეჩენ მეამბოხეთა ერთ-ერთი ლიდერის დაკავებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
14 სექტემბერს სამი ქვეყნის - აზერბაიჯანის, რუმინეთისა და საქართველოს - პრეზიდენტებმა ბაქოში ძალიან მცირე ხანი დაყვეს, თუმცა საკმაოდ გრძელვადიანი პროექტის რეალიზებას მისცეს სტარტი.
საფრანგეთის ზედა პალატამ 14 სექტემბერს თითქმის ერთსულოვნად დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომელიც კრძალავს საჯარო ადგილებში პირბადის ტარებას. საუბარია ტრადიციულ საბურველზე, რომელსაც მუსლიმანი ქალები ატარებენ. კანონი 2011 წლის შემოდგომიდან ამოქმედდება.
საქართველო ოკუპირებულია, მისი ტერიტორიები - სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი - დაპყრობილია, საქართველო გააგრძელებს ბრძოლას რუსეთთან ქვეყნის სრულ დეოკუპაციამდე - ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის დეკლარირებული მიზანია.
ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის მიუხედავად, საქართველო გააგრძელებს სამშვიდობო მისიას ამ ქვეყანაში. რა საფრთხეებით ხასიათდება ვითარება ჰელმანდის პროვინციაში და რა უნდა გაითვალისწინოს ქართულმა სარდლობამ?
10 სექტემბერს რიგაში გაიხსნა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც მოხსენებით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.
მაშინ, როცა სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს საქართველოსა და აზერბაიჯანის კონფედერაციის იდეა, ირკვევა, რომ საქართველოს დღემდე არ ჰყავს უფლებამოსილი ელჩი აზერბაიჯანში. ირაკლი ქავთარაძისათვის ე.წ. აგრემანის მიცემას აზერბაიჯანი აჭიანურებს...
„ევროპული ალიანსის“ მცდელობის მიუხედავად, მოლდავეთი კვლავ პოლიტიკურ ჩიხში დარჩა. გასულ კვირას უშედეგოდ დასრულდა ამ ქვეყანაში გამართული რეფერენდუმი, სადაც 30 პროცენტსაც კი ვერ მიაღწია ამომრჩეველთა რიცხვმა, რომელსაც ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების შემოღების ბედი უნდა გადაეწყვიტა.
დღეს თბილისში ჩამოასვენეს და მესტიის რაიონის მშობლიურ სოფელ ლენჯერში გადაასვენეს ავღანეთში დაღუპული ქართველი ოფიცრის მუხრან შუკვანის ცხედარი. მასთან ერთად მძიმედ დაჭრილი ალექსანდრე გითოლენდია მკურნალობას გერმანიაში განაგრძობს.
ტოტალიტარულ სახელმწიფოებში პროფესიონალ მებრძოლებს, რომელთა მოვალეობა შეიარაღებული დამნაშავისა თუ ტერორისტულ-დივერსიული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაა, არაიშვიათად ავალებენ სამშვიდობო დემონსტრაციებისა და საპროტესტო გამოსვლების დაშლას.
რატომ იყო საქართველო ნაყოფიერი ნიადაგი კრიმინალური სამყაროსთვის და რა მდგომარეობაში იმყოფებიან ქურდული სამყაროს წარმომადგენლები დღევანდელ საქართველოში. შემდეგ შემოგთავაზებთ სპეციალურ რეპორტაჟს ბორჯომის ხეობის სოფელ მიტარბიდან, სადაც დღემდე ცხოვრობენ ოსები.
ერაყში დარჩენილი აშშ-ის არმია 1 სექტემბრიდან ახალ ოპერაციას შეუდგა სახელწოდებით „ახალი განთიადი“. პენტაგონის ინფორმაციით, 50-ათასკაციანი სამხედრო ძალის მთავარ ამოცანას ავღანეთის არმიისა და უსაფრთხოების ძალების „მხარდაჭერა და წვრთნა“ წარმოადგენს.
სამი სომეხი და ორი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა შეტაკებაში, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 31 აგვისტოს მოხდა მთიანი ყარაბახის სადავოდ ქცეული ანკლავის საზღვარზე.
როგორ? რანაირად? როდის მოახერხა მიხეილ სააკაშვილმა პილოტის პროფესიის დაუფლება და რომელმა ლიცენზირებულმა უწყებამ მისცა მას უფლება, მართოს თვითმფრინავის შტურვალი?
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ერაყის განთავისუფლების საერთაშორისო სამხედრო ოპერაცია ოფიციალურად გამოაცხადა დასრულებულად. ამ მოვლენას უკვე გამოეხმაურნენ ერაყის წამყვანი პოლიტიკოსები, რომლებიც შიდა დაპირისპირების გამო ვერ თანხმდებიან მთავრობის ფორმირებაზე.
აგვისტოს ბოლოს დასრულდა „ერაყის განთავისუფლების ოპერაცია“, რომელიც 7 წელი გრძელდებოდა. ერაყში ხუთი წელი მსახურობდა ქართული ქვედანაყოფიც. ერაყის ოპერაციას 4 ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა, 15-მა კი სხვადასხვა ჭრილობა მიიღო.
გასულ კვირაში რუსეთ-სომხეთის მიერ გაფორმებული ოქმი რუსეთის სამხედრო ბაზის ფუნქციონირების შესახებ ნოყიერ ნიადაგს ქმნის პირქუში ვარაუდებისათვის და მწირს - ოპტიმისტური პროგნოზისთვის, განსაკუთრებით - საქართველოსთვის.
მუსლიმანმა სასულიერო პირებმა და სწავლულებმა დაგმეს ცოლქმრულ ღალატში ეჭვმიტანილი ახალგაზრდა წყვილის ქვით ჩაქოლვის შემთხვევა ავღანეთში. ახალგაზრდა წყვილს ასეთი სასიკვდილო განაჩენი ადგილობრივმა თალიბებმა 15 აგვისტოს გამოუტანეს.
ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ უსაფრთხოების კერძო კომპანიებს ოთხთვიანი ვადა მისცა დასაშლელად. კერძო ფირმები ბოლო დროს ადგილობრივი კანონების დარღვევის გამო გააკრიტიკეს. ანალოგიური პრობლემები ჰქონდათ ამ ფირმებს ერაყშიც.
ჩამოტვირთე მეტი