ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
შეერთებული შტატებისა და რუსეთის ხელისუფლება აცხადებენ, რომ მზად არიან დაეხმარონ ყირგიზეთს, ქვეყანას, რომელშიც პოლიტიკური არასტაბილურობა და კრიზისი კვირაზე მეტია გრძელდება. განსაკუთრებით დაძაბულია ვითარება ქვეყნის სამხრეთში, ქალაქ ჯალალ-აბადში.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი წინასწარმეტყველებს, რომ ყირგიზეთი, შესაძლოა, სამოქალაქო ომში ჩაეფლოს, თუკი სწრაფად არ გადაიჭრება განდევნილი პრეზიდენტის, ყურმანბეკ ბაკიევისა და თვითგამოცხადებული ხელისუფლების დაპირისპირება.
ყირგიზეთის პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა თავის მომხრეებს დღეს ყირგიზეთის ჩრდილოეთიდან მიმართა და განაცხადა, რომ უარს ამბობს გადადგომაზე. დევნილმა პრეზიდენტმა „ბანდიტები“ უწოდა ოპონენტებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ყირგიზეთში ძალაუფლება მათ ხელშია.
საქართველოს ხელისუფლება, რომელიც რუსეთისაგან მომავალი საფრთხის აღსაკვეთად ყველაფერს უნდა აკეთებდეს საზოგადოების კონსოლიდაციისათვის, განსხვავებულად სცემს პატივს 1992-93 წლებში სოხუმისათვის ბრძოლებში და 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიან ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას.
რადიოჟურნალ მე-10 სტუდიაში შემოგთავაზებთ ბრიტანელი მკვლევრის პიტერ დანკენის მოსაზრებებს საქართველოზე. გავიხსენებთ ანატოლი სობჩაკს, ცნობილი რუს პოლიტიკურ მოღვაწეს, რომლის სახელიც სამუდამოდ დაუკავშირდა სიმართლეს 9 აპრილის ტრაგედიაზე. გამოვეხმაურებით ასევე „ევროპის სახლის“ გახსნას თბილისში
ერთი დღის წინ ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობა ჯერ კიდე ციხეში იმყოფებოდა, დღეს კი ისინი ამბობენ, რომ ქვეყანას მართავენ - მათ, ორდღიანი არეულობისა და შეტაკებების შემდეგ, შეცვალეს პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის მთავრობა.
პრაღაში ხელმოწერილი განიარაღების განახლებული ხელშეკრულების თანახმად, შეერთებული შტატები და რუსეთი შვიდი წლის განმავლობაში 1.550 ერთეულამდე შეამცირებენ თავიანთ ხელთ არსებული შეტევითი ბირთვული ქობინების მარაგს, მაშინ როცა დღეისათვის არსებული ლიმიტი 2200 ერთეულს შეადგენს.
უკრაინული წყაროების ცნობით, პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გააუქმა ნატოში გაწევრიანების მომზადების საკითხთა უწყებათაშორისი კომისია. ამ ბრძანებულებას იანუკოვიჩმა 2 აპრილს მოაწერა ხელი.
გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი უზბეკეთში ჩასვლით აგრძელებს თავის პირველ ოფიციალურ ვიზიტს ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ისევე როგორც ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებში, ბან კი მუნს უზბეკეთშიც მოუხდა განმეორება მიმართვისა, რომ უფრო მეტი პატივი სცენ ადამიანის უფლებებს.
აზერბაიჯანში კერავდნენ მორიგი ტერაქტის ვერსიას და ცდილობდნენ კვერი დაეკრათ რუსეთისათვის: ჩვენ რა შუაში ვართ, ტერორისტები და იარაღი საქართველოში ეძებეთო? საქართველოს ხელისუფლება გაოგნებულია უახლოესი მეზობლის, აზერბაიჯანის, ასეთი დიპლომატიური ორპირობის გამო, თუმცა ამას არ იმჩნევს.
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ეთნიკური უმცირესობებისათვის ჩვეულებრივ ვითარებაშიც კი არ იყო ცხოვრება უსაფრთხო. ტერაქტების შემდეგ ისინი შიშობენ, რომ „ჯოხი მათზე გადატყდება“.
„საქართველო ომის შემდეგ და მის წინაშე მდგარი გამოწვევები“ - ასე ერქვა ჩეხეთის ქალაქ ბრნოში 16-20 მარტს გამართული სემინარის ერთ-ერთ სადისკუსიო პანელს, რომელზეც აუდიტორიას საკუთარი თვალთახედვა გააცნეს საქართველოდან ჩამოსულმა ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის მიერ საქართველოს დადანაშაულებასთან უნისონშია შეერთებული შტატების ელექტრონულ მედიაში გამოქვეყნებული ორიოდე წერილი, რომლებიც საქართველოში შეუმჩნეველი დარჩა.
29 მარტს მოსკოვის მეტროში მომხდარი სისხლიანი ტერაქტების შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ვლადიმირ პუტინის ანტიტერორისტული პოლიტიკა. თუმცა, როგორც 10 წლის წინ, ვლადიმირ პუტინი იხტიბარს არ იტეხს და რუსეთის შეშფოთებულ მოსახლეობას ჰპირდება, რომ ტერორისტებს კანალიზაციის მილიდან გამოაძვრენს.
29 მარტს მოსკოვის ორ მეტროსადგურში მომხდარი კოორდინირებული აფეთქებების შედეგად, რომელსაც რუსეთის ხელისუფლებამ ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა, ათობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. მოსკოვის მეტროსადგურებში ტერაქტი, წინასწარი ვერსიებით, ორმა თვითმკვლელმა ქალმა მოაწყო.
ქართული არმიის გაძლიერებული ბატალიონი ორიოდე კვირაში ექვსთვიანი ვადით ავღანეთში, ჰილმენდის პროვინციაში, მიემგზავრება, არმიის ძირითადი შემადგენლობა კი გეგმიური წვრთნებისთვის ემზადება. თუმცა შეიარაღებული ძალების რთულ და მძიმე სამსახურს ფარავს ბოლო დროის რამდენიმე უსიამოვნო მოვლენა.
საქართველოში გუანტანამოს ამერიკული ციხიდან სამი პატიმრის ჩაყვანას ცხოველი გამოხმაურება მოჰყვა. უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება არ ასახელებს პატიმრების წარმომავლობას. მათი ადგილმდებარეობა გასაიდუმლოებული იქნება მანამდე, სანამ ხელისუფლება ამას საჭიროდ მიიჩნევს.
რუსეთის სპეცსამსახურებს შეუძლიათ თავისუფლად უსმინონ, ოპერატიულად დაამონტაჟონ და კიდევ უფრო ოპერატიულად გამოაქვეყნონ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირების სატელეფონო საუბრები. საქართველოს ხელისუფლება უძლურია მათ წინაშე...
სიტყვის თავისუფლება ირანში მთავარი საკითხია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისა, რომელზეც ასევე განიხილება ავღანეთისა და აღმოსავლელი მეზობლების დახმარების საკითხები. ევროკავშირმა მოუწოდა ირანს შეწყვიტოს უცხოური და ადგილობრივი რადიოსადგურების ჩახშობისა
ჩერქეზთა გენოციდის შესაძლო აღიარებამ საქართველოს პარლამენტის მხრიდან და ჩერქეზთა დიასპორის რადიკალურმა განცხადებებმა თბილისში, შესაძლოა, უკიდურესად გაართულოს საქართველო-რუსეთის ურთიერთობა. ჩერქეზი ხალხის გენოციდი ჯერ არც ერთ სახელმწიფოს არ უცვნია.
ჩამოტვირთე მეტი