ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
ნატოს სარდლობამ ღრმა მწუხარება გამოთქვა შეცდომით განხორციელებული საავიაციო იერიშის შედეგად ათობით მშვიდობიანი ავღანელის დაღუპვის გამო. ავღანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მსგავსი შეცდომები საფრთხეს უქმნის ახალი ანტიტერორისტული სტრატეგიის განხორციელებას.
პაკისტანის მიმართულებას თუ არ ჩავთვლით, ყველა ამ ტვირთების, არა საბრძოლო დანიშნულების ტვირთების, 70 %-ზე მეტი უკვე გადის საქართველოს გავლით. ეს გზა მუშაობს რითაც ტვირთები შეედინება ავღანეთში.
რუსეთის სასამართლო კვლავ მიუბრუნდა რუსეთის უკანასკნელი იმერატორის ნიკოლოზ მეორისა და მისი ოჯახის წევრთა მკვლელობის გარემოებათა გამოძიებას. სასამართლო სარჩელი, რომ ნათელი მოეფინოს 1918 წელს ჩადენილ ტრაგედიას, დიდ თავადს მარია ვლადიმიროვნას ეკუთვნის.
რუსეთმა და თვითაღიარებულმა აფხაზეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში რუსული სამხედრო ბაზის 49 წლის ვადით განთავსებას ითვალისწინებს.
რადიო თავისუფლებამ ინტერვიუ აიღო სტუდია „რეპორტიორის“ ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძესთან, რომელმაც შევიცარიაში ითხოვა თავშესაფარი. კომახიძე აცხადებს, რომ ძალიან რთული გადაწყვეტილება მიიღო და შევიცარიაში კარგი ცხოვრებისათვის არ წასულა. „მუქარა იყო ძალიან სერიოზული.
„როცა ანტონიო, იტალიელი ჟურნალისტი, მოკლეს, იმ დღიდან მოყოლებული, მე გამიჩნდა შიში, რომ მომკლავენ. თანაც, საქართველოს სამხედრო ძალებმა დაიწყეს ე.წ. „ზაჩისტკები“ ჩეჩნებით დასახლებულ ჩვენს ადგილებში." - ამბობს ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის ასლან მასხადოვის თანაშემწე თემურ ბორჩაშვილი.
თემურ ბორჩაშვილს საქართველოში დაბრუნების ეშინია იმის გამო, რომ ურთიერთობა ჰქონდა ჩეჩნეთის სეპარატისტულ ლიდერებსა და იტალიელ ჟურნალისტ ანტონიო ბრუნოსთან, რომელიც მისი სკანდალური პრეს-კონფერენციის შემდეგ,7 წლის წინ, კახეთში მოკლული იპოვეს.
ბერდიმუხამედოვის საპრეზიდენტო გამარჯვებამ თურქმენეთის მოსახლეობას იმედი გაუჩინა, რომ ქვეყანაში შეიცვლებოდა არანაორმაულრი რეპრესიული სისტემა. მაგრამ ცოტა ხანში დაინახეს, რომ პრეზიდენტის საარჩევნო დაპირებებიდან ზოგიერთი საერთოდაც არ შერსულდა.
ობამამ განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ერთიანდება ირანის ცუდი საქციელის წინააღმდეგ. სამშაბათს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე შეერთებული შტატების ლიდერმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სანქციების რეჟიმი თეირანის წინააღმდეგ რამდენიმე კვირაში უკვე მზად იქნება.
უკრაინაში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელშიც ერთმანეთს პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო და ოპოზიციონერი ვიქტორ იანუკოვიჩი უპირისპირდებიან. წინასწარი გამოკითხვების თანახმად, იანუკოვიჩი დღევანდელ კენჭისყრაშიც ლიდერობს.
სტრატეგიული სწავლების საერთაშორისო ინსტიტუტმა კვირის დასაწყისში გამოაქვეყნა ახალი მონაცემები მსოფლიოში არსებული “სამხედრო ბალანსის” შესახებ. სამხედრო ბიუჯეტებისა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო არსენალების მკვლევართ არაფერი ახალი და საკვირველი არ აღმოუჩენიათ.
7 თებერვალს უკრაინის მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტს აირჩევს. მეორე ტურში ერთმანეთს უპირისპირდებიან ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო და „რეგიონების პარტიის“ ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ზუსტად 24 საათით ადრე უკრაინაში შეწყდა ყოველგვარი წინასაარჩევნო აგიტაცია.
სამხედრო ძალთა ბალანსს მსოფლიოში 7 სახელმწიფო განსაზღვრავს.: ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, გერმანია, რუსეთი და საფრანგეთი. მათ ანგარიშზე მოდის ასევე მსოფლიოში არსებული სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების ძირითადი ნაწილი.
მოლაპარაკებები პარიზში “საზოგადოებრივ მაუწყებელსა” და ფრანგულ კომპანია “ეუტელსატს” შორის უშედეგოდ დასრულდა. ფრანგულმა კომპანიამ საბოლოოდ შეუჩერა მაუწყებლობა “პირველ კავკასიურ” არხს, რომელიც თანამგზავრის საშუალებით მხოლოდ 2 კვირას მაუწყებლობდა.
ყოველკვირეული რადიოჟურნალის დღევანდელ გამოშვებაში გესაუბრებით იმაზე, რატომ გადაიდო სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის განხილვა სტრასბურგში; გაგაცნობთ ანდრეი ნეკრასოვისა და სხვა რუსი რეჟისორების ფილმებს, რომლებიც „სანდენსის“ კინოფესტივალზეა წარდგენილი; გამოვეხმაურებით ცნობილი რუსი მწერლის ანტონ ჩეხოვის იუბილეს - ჩეხოვი 150 წლის წინ, 29 იანვარს დაიბადა; გავიხსენებთ ჯერომ დევიდ სელინჯერს, რომელიც 27 იანვარს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა;
თუკი, პერსპექტივაში, ნატო დათანხმდება საქართველოს დერეფნის გამოყენებას ISAF-ის მოსამარაგებლად, ამ პროექტს, ფინანსური მოგების გარდა, სერიოზული პოლიტიკური შედეგიც ექნება და სასიკეთოდ იმოქმედებს უსაფრთხოებაზე არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში.
რუსულენოვანი ტელეარხი “პირველი კავკასიური”, რომელიც თბილისიდან მაუწყებლობს, გამორთეს ფრანგული თანამგზავრიდან. "პირველი კავკასიური" საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წლის დასაწყისში შექმნა, ხოლო 15 იანვრიდან იგი თანამგზავრულ მაუწყებლობაზე გადავიდა. რა გახდა არხის გათიშვის მიზეზი? ამ კითხვით მივმართეთ მის გენერალურ პროდიუსერს ზურაბ დვალს.
სულ რაღაც 10 წლის წინ ტაჯიკეთმა შეძლო წარმატებით დაესრულებინა სისხლიანი ცივი ომი. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა სიღარიბისა და ბევრი პრობლემის წინაშეა, ტაჯიკეთი მყარად ადგას მშვიდობის გზას. ამ თვალსაზრისით, ტაჯიკეთის შემთხვევა, შესაძლოა, სასარგებლო გაკვეთილად გამოდგეს ავღანეთისათვის.
ჰოლოკოსტის საკონცენტრაციო ბანაკებს გადარჩენილმა, საბჭოთა ვეტერანებმა პოლონეთში დღეს ნაცისტების ყველაზე დიდი სასიკვდილო ბანაკის გათავისუფლების 65-ე წლისთავი აღნიშნეს. ღონისძიებაში, რომელიც გაეროს 2005 წლის გადაწყვტილებით ჰოლოკოსტის სხოვნის საერთაშორისო დღედ ითვლება.
28 იანვარს ლონდონში იმართება ნატოს საერთაშორისო კონფერენცია ავღანეთის საკითხებზე. კონფერენციის ძირითადი მიზანია ერთგვარი ახალი სტრატეგიის განსაზღვრა, რაც უნდა დაეხმაროს ავღანელ ხალხს მეამბოხეების დამარცხებასა და რეგიონალური თანამშრომლობის განვითარებაში.
ჩამოტვირთე მეტი