უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
რადიო თავისუფლების აუდიოარქივიდან გთავაზობთ ინტერვიუს პოლონეთის ყოფილ პირველ ლედისთან - მარია კაჩინსკასთან. ინტერვიუ 2007 წელს ვარშავაშია ჩაწერილი.
"ერთ-ერთ კითხვაზე პასუხი აჩვენებს საყოველთაო იმედგაცრუებას არსებული პოლიტიკური ჯგუფებისა და პარტიების მიმართ. ჩვენი გამოკითხვით ჩანს, რომ 80% ემხრობა იმ აზრს, რომ საქართველოში საჭიროა ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენა", - ამბობს ლევან ნატროშვილი "დილის საუბრებში".
"ეს ის დღეა, რომელმაც დიდი, გარდამტეხი როლი ითამაშა ჩვენი საზოგადოების ცნობიერების ჩამოყალიბებაში. ნეტავ, ასე გაგრძელებულიყო ჩვენი საზოგადოების ერთიანობა ერთი იდეისადმი", - ამბობს ისტორიკოსი, გიორგი კლდიაშვილი "დილის საუბრებში":
8 აპრილს სოციალურმა მუშაკებმა თავიანთი დამოუკიდებელი პროფკავშირის - „სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ - დამფუძნებელი საერთო კრების ოქმი და წესდება რეგისტრაციისთვის იუსტიციის სახლში მიიტანეს. როგორ აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას სოციალური მუშაკები?
ევროსაბჭომ გამოაქვეყნა სტატისტიკა ევროპის ქვეყნებში პატიმრების შესახებ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 100 ათას მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა, რუსეთის შემდეგ.
„საპენსიო სააგენტოს დაინტერესება ნოლია, ადამიანი დარჩება თუ არ დარჩება სქემაში. სქემამ რომ იმუშაოს, ამისთვის სავალდებულო წესით გაწევრიანებული ადამიანები სრულიად საკმარისია. გასვლა აზიანებს თავად მონაწილეებს“, - აცხადებს საპენსიო ფონდის დირექტორის მოადგილე, ვაჟა ჯაფოშვილი:
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა სასამართლო სისტემის შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგები. სასამართლოს სრულად ენდობა გამოკითხულთა 5%. ამდენივეა პარლამენტის მიმართ სრული ნდობის ხარისხიც.
"სახელმწიფოს ვალია დაიცვას თავისი მოქალაქეები", - აცხადებს „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი "დილის საუბრებში" ტყვიით დაბინძურების გამოკვლევის შედეგებზე საუბრისას.
გამომცემლობები, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატურის პირველი კლასის გრიფირებულ სახელმძღვანელოებს გამოსცემენ, იწუნებენ კანონპროექტს, რომელიც იაკობ გოგებაშვილის "დედაენას" შეეხება და რომლის ავტორებიც უმრავლესობის დეპუტატები არიან. თინათინ მამულაშვილი გამომცემელთა პოზიციაზე "დილის საუბრებში":
საქართველოში არ იზრდება სარეკლამო ბაზარი, თუმცა იზრდება ტელევიზიების რაოდენობა. რატომ შეიძლება ბიზნესმენს ასეთ ვითარებაში მოუნდეს ტელევიზიის შექმნა? - კითხულობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მედიაპროგრამის მენეჯერი, მამუკა ანდღულაძე:
"გარედან შრომის უსაფრთხოების დიდი პლაკატები იყო გამოკრული. რეალურად ამ ფასადის უკან იმალებოდა ადამიანების ასეთი ექსპლუატაცია და ჩაგვრა", - ამბობს "სოლიდარობის ქსელის" თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე თბილისში ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მიმდინარე მშენებლობაზე, სადაც 31 მარტს 2 ადამიანი დაიღუპა.
3 აპრილს გამოქვეყნდა სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგები, რომლებიც ასახავს დემოკრატიის მდგომარეობას საქართველოში და მოსახლეობის განწყობას სხვადასხვა ინსტიტუციისა და მოვლენის, მათ შორის, კორუფციის მიმართ.
ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებიდან ორი წელი შესრულდა. რა გამოცდილება მისცა საქართველოს მოქალაქეებს ამ ორმა წელიწადმა და რა გაზრდიდა ვიზალიბერალიზაციის ეფექტს? მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს აღმასრულებელი მდივანი, გიორგი ჯაში "დილის საუბრებში":
ქართველმა ისტორიკოსებმა ერთ გამოცემაში თავი მოუყარეს თორის ხეობის (ბორჯომის მუნიციპალიტეტი) რამდენიმე ათეულ ნაკაწრ და ფრესკულ წარწერას, რომელიც საინტერესო ინფორმაციას იძლევა შუა საუკუნეების დროინდელ საქართველოზე.
გასულ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მიყენებული დაზიანებების შედეგად პაციენტის გარდაცვალების შესახებ. გარდაცვლილის დას არ სჯერა კლინიკის ვერსიის, რომ პაციენტს დაზიანებები ეპილეფსიური შეტევის ფონზე მიადგა. ფსიქიატრი ეკა ჭყონია თვლის, რომ შემთხვევა საგანგაშოა:
"არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ არ არსებობს მოქალაქე, რომლის სახელით, გვარითა და მისამართით სამინისტროში შევიდა განცხადება ზუგდიდის #6 სკოლის დირექტორის წინააღმდეგ", - ვკითხულობთ "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) სპეციალურ ანგარიშში.
მსჯავრდებულთა შეწყალების წესში ცვლილებების შეტანა იგეგმება. როგორც ცნობილია, ეს პრეზიდენტის ინიციატივაა და მიმდინარეობს კონცეფციაზე მუშაობა. ცნობილია ის, რომ შეწყალების კომისია "იუსტიციის სამინისტროს ქვეშ" იმუშავებს. რა კითხვებს ბადებს მოსალოდნელი ცვლილებები?
სოციალური მუშაკების გაფიცვა მეორე დღეა გრძელდება. სოციალური მომსახურების სააგენტო აცხადებს, რომ სერვისცენტრები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გაფიცულთა ფუნქციები "ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე უკვე გადანაწილდა".
საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტმა კვლავ მისცა იმპულსი კითხვებს, რომლებიც არ შეიცვლება, ვიდრე საქართველო ალიანსის წევრი გახდება. სტოლტენბერგმა კვლავაც განმარტა, რომ ნატოსკენ სვლა საქართველოს სუვერენული უფლებაა, რუსეთს არაფერი ესაქმება და რომ რეფორმები უნდა გაგრძელდეს.
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თემამ ბოლო ხანს შედარებით უკანა პლანზე გადაიწია. არსად მიდის პრობლემები, რაც არსებული ნარკოპოლიტიკის პირობებში აქვს საზოგადოებას. ერთ-ერთი არის ზიანის შემცირების საკითხი, რისი ეფექტიანობაც მცირდება არალიბერალური ნარკოპოლიტიკის ფონზე.
ჩამოტვირთე მეტი