უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
„ვიცოდით, რომ მოზარდებში იყო ეს პრობლემა, მაგრამ ასეთი მასშტაბით თუ იყო, ვერ წარმოვიდგენდით“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელი, გუგა ბესელია. მისმა ორგანიზაციამ გამოიკვლია მოზარდების დამოკიდებულება აზარტული თამაშების მიმართ.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ პარლამენტში ინიცირებულია საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“. ინიციატივის ავტორია კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია. საკითხის აქტუალურობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პერიოდშივე გაიზარდა.
14 აპრილს ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს სავარაუდოდ, სამედიცინო პერსონალის შეცდომების გამო გარდაცვლილი პაციენტების ოჯახების წევრებმა. ისინი მოითხოვდნენ აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან და პოლიციის უფროსთან შეხვედრას, რაც მოგვიანებით კიდეც შედგა. რას ითხოვენ გარდაცვლილი პაციენტების ოჯახები?
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს მეორე მოსმენით განიხილევან უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის კრიტერიუმებსა და პროცედურებს შეეხება. პროექტის ოპონენტები მსჯელობის გადადებას უშედეგოდ ითხოვენ.
"ხშირად, სწორედ იმიტომ, რომ თვითონ გოგებაშვილის პედაგოგიკის პრინციპებს არ ვიცნობთ, მისი ნების საწინააღმდეგოდ ვიქცევით და კოპირებას და კალკირებას ვახდენთ", - ამბობს ნესტან ბაგაური, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი "დილის საუბრებში".
საპროტესტო მსვლელობისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციის გამართვის შემდეგ, ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები 12 აპრილს თბილისის მერთან აპირებდნენ შეხვედრას, რომელიც ორშაბათისთვის გადაიდო.
„ჩემი დიდი ბაბუაც დახვრეტილია და ძალიან მაინტერესებს სად შეიძლება იყოს, სად არის სამარხი მოხვედრილი? მაინტერესებს, რომ მასობრივად დახვრეტის ადგილას პატივი მივაგოთ ამ ადამიანებს“, - IDFI-ს პროგრამების დირექტორი, ლევან ავალიშვილი თავის კოლეგებთან ერთად წლებია იკვლევს საბჭოთა რეპრესიების ისტორიას.
"ლანდშაფტები უნდა იყოს დაცული ადამიანისაგან, ადამიანისთვის, რომ ეს უნიკალურობა შემოვუნახოთ მომავალ თაობებს და რომ მინიმუმ, გვქონდეს წყალი! ჩვენ გვაქვს უნიკალური ლანდშაფტები, რომლებსაც ნატრობს ყველა ევროპული ქვეყანა!", - აცხადებს ნინო ჩხობაძე "დილის საუბრებში":
რადიო თავისუფლების აუდიოარქივიდან გთავაზობთ ინტერვიუს პოლონეთის ყოფილ პირველ ლედისთან - მარია კაჩინსკასთან. ინტერვიუ 2007 წელს ვარშავაშია ჩაწერილი.
"ერთ-ერთ კითხვაზე პასუხი აჩვენებს საყოველთაო იმედგაცრუებას არსებული პოლიტიკური ჯგუფებისა და პარტიების მიმართ. ჩვენი გამოკითხვით ჩანს, რომ 80% ემხრობა იმ აზრს, რომ საქართველოში საჭიროა ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენა", - ამბობს ლევან ნატროშვილი "დილის საუბრებში".
"ეს ის დღეა, რომელმაც დიდი, გარდამტეხი როლი ითამაშა ჩვენი საზოგადოების ცნობიერების ჩამოყალიბებაში. ნეტავ, ასე გაგრძელებულიყო ჩვენი საზოგადოების ერთიანობა ერთი იდეისადმი", - ამბობს ისტორიკოსი, გიორგი კლდიაშვილი "დილის საუბრებში":
8 აპრილს სოციალურმა მუშაკებმა თავიანთი დამოუკიდებელი პროფკავშირის - „სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ - დამფუძნებელი საერთო კრების ოქმი და წესდება რეგისტრაციისთვის იუსტიციის სახლში მიიტანეს. როგორ აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას სოციალური მუშაკები?
ევროსაბჭომ გამოაქვეყნა სტატისტიკა ევროპის ქვეყნებში პატიმრების შესახებ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 100 ათას მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა, რუსეთის შემდეგ.
„საპენსიო სააგენტოს დაინტერესება ნოლია, ადამიანი დარჩება თუ არ დარჩება სქემაში. სქემამ რომ იმუშაოს, ამისთვის სავალდებულო წესით გაწევრიანებული ადამიანები სრულიად საკმარისია. გასვლა აზიანებს თავად მონაწილეებს“, - აცხადებს საპენსიო ფონდის დირექტორის მოადგილე, ვაჟა ჯაფოშვილი:
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა სასამართლო სისტემის შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგები. სასამართლოს სრულად ენდობა გამოკითხულთა 5%. ამდენივეა პარლამენტის მიმართ სრული ნდობის ხარისხიც.
"სახელმწიფოს ვალია დაიცვას თავისი მოქალაქეები", - აცხადებს „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი "დილის საუბრებში" ტყვიით დაბინძურების გამოკვლევის შედეგებზე საუბრისას.
გამომცემლობები, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატურის პირველი კლასის გრიფირებულ სახელმძღვანელოებს გამოსცემენ, იწუნებენ კანონპროექტს, რომელიც იაკობ გოგებაშვილის "დედაენას" შეეხება და რომლის ავტორებიც უმრავლესობის დეპუტატები არიან. თინათინ მამულაშვილი გამომცემელთა პოზიციაზე "დილის საუბრებში":
საქართველოში არ იზრდება სარეკლამო ბაზარი, თუმცა იზრდება ტელევიზიების რაოდენობა. რატომ შეიძლება ბიზნესმენს ასეთ ვითარებაში მოუნდეს ტელევიზიის შექმნა? - კითხულობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მედიაპროგრამის მენეჯერი, მამუკა ანდღულაძე:
"გარედან შრომის უსაფრთხოების დიდი პლაკატები იყო გამოკრული. რეალურად ამ ფასადის უკან იმალებოდა ადამიანების ასეთი ექსპლუატაცია და ჩაგვრა", - ამბობს "სოლიდარობის ქსელის" თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე თბილისში ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მიმდინარე მშენებლობაზე, სადაც 31 მარტს 2 ადამიანი დაიღუპა.
3 აპრილს გამოქვეყნდა სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგები, რომლებიც ასახავს დემოკრატიის მდგომარეობას საქართველოში და მოსახლეობის განწყობას სხვადასხვა ინსტიტუციისა და მოვლენის, მათ შორის, კორუფციის მიმართ.
ჩამოტვირთე მეტი