უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
14 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნინო ბურჯანაძე, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი, რიგითი ნომრით - 14.
„რეზონანსში“ დღეს საქართველოში ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ინტერვიუ ქვეყნდება. ერმუხამეტ ერტისბაევი აცხადებს: „საქართველოს გადაწყვეტილება - მონაწილეობა მიიღოს სოჭის ოლიმპიადაში ძალიან ძლიერი და ღირსეული ნაბიჯია“.
10 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო "ხალხის პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი კობა დავითაშვილი, რიგითი ნომრით - 4.
„ვერსიის“ კორესპონდენტი საპარლამენტო უმცირესობის წევრ გოგა ხაჩიძეს ესაუბრა. ხაჩიძე აცხადებს: „არავის ჰქონდეს ილუზია, რომ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ის პოლიტიკიდან წავა. პირიქით, მისი ლიდერობით უახლოეს მომავალში ჩვენ ხელისუფლებაში დავბრუნდებით“.
8 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნესტან კირთაძე, სახალხო მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი, ნომრით - 12.
ე.წ. „ჯიჰადის ვიდეორგოლის“ საქმის გახსნა და ოფიციალური ვერსია დღევანდელ პრესაშიც იხილება. „კვირის პალიტრისთვის“ საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტ გიორგი კობიაშვილს უთქვამს: „ჩემთვის, როგორც აიტი-სპეციალისტისთვის, საინტერესო ამ საქმეში ის არის, რომ ჩოკუტაევმა მოახერხა მალაიზიაში სერვერის ისე პროგრამირება, რომ დახურული (დაცული) ხაზით ემუშავა.
4 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო დიანა ჩაჩუა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მედიაანალიტიკოსი.
დღევანდელი პრესა პრემიერ-მინისტრისა და ჟურნალისტების 2 ოქტომბრის შეხვედრაზე წერს. „რეზონანსში“ ამ თემაზე არაერთი ინტერვიუ ქვეყნდება. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს: „შეხვედრაზე ივანიშვილმა მათგან მსოფლიო დიპლომატიაში საუკუნეების მანძილზე ფეხმოკიდებული და დამკვიდრებული სტანდარტების ჭრილში მუშაობა მოითხოვა.
ჩვენი დღევანდელი დისკუსია 27 ოქტომბრის არჩევნებს ეხება. რა თავისებურებებით ხასიათდება წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები? პროცესში მონაწილეობის რა მოტივაცია აქვს პრეზიდენტობის ცალკეულ კანდიდატს? რა იცვლება ამომრჩევლისთვის - ვინ და რა კრიტერიუმით შეიძლება აირჩიოს მან პრეზიდენტად?
დღეს გამოვიდა ჟურნალი „ლიბერალი“. გარეკანზე სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუს სათაურია გამოტანილი - „მე ვარ თქვენი ჩამორთმეული არჩევანი“. სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტი ეკითხება: „თქვენ დაბეჯითებით შეგიძლიათ თქვათ, რომ ის, რაც მან „ევრაზიის კავშირთან“ დაკავშირებით განაცხადა, არ იყო წამოცდენა და მან იცოდა რაზე საუბრობდა?“.
30 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნიკოლოზ ლეგაშვილი, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" იურისტი.
სოხუმის დაცემის დღიდან 20 წლისთავს დღევანდელ პრესაში არაერთი პუბლიკაცია ეძღვნება. „ჩვენ არ ვართ აფხაზეთში დაბრუნების ღირსი, რადგან აფხაზეთისთვის არ ვიბრძვით!“, - ადა მარშანია, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატი ეუბნება „ვერსიას“.
26 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თენგიზ ფხალაძე, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი.
„ყველა სიახლეში“ უმრავლესობის წევრ ლევან ბერძენიშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება. საუბრის დასასრულს ჟურნალისტი მომავალი პრემიერ-მინისტრის ვინაობისადმი საზოგადოების ინტერესის თემას წამოჭრის. ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ „ჯერჯერობით კოალიციის შიგნით ამ საკითხზე კონსულტაცია არ დაწყებულა. როგორც ჩანს, ჯერ თვითონ პრემიერსაც არ შეურჩევია სავარაუდო კანდიდატი თუ კანდიდატები. არ ვიცი, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, მაგრამ შემიძლია საიდუმლოდ გაგიმხილოთ, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იქნება“.
24 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი.
„საზოგადოებრივი მოუწყებელი“ - ასე ასათაურებს სტატიას „კვირის პალიტრის“ ავტორი. საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე ამბებზე „კვირის პალიტრა“ ტელეეთერს ჩამოშორებულ დავით პაიჭაძესა და ეკა კვესიტაძესაც გაესაუბრა. დავით პაიჭაძე ამბობს, რომ მისი და ეკა კვესიტაძის სატელევიზიო გადაცემების გაჩერება „პოლიტიკური ნების“ საფუძველზე მოხდა.
20 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თინა ბაუმი, გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური პოლიტიკის პროგრამის სპეციალისტი.
„რეზონანსი“ აქვეყნებს ინტერვიუს მოძრაობა „ერთიანი ჯავახკის“ ყოფილ ლიდერ ვაჰაგან ჩახალიანთან, რომელიც ამბობს: „ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ჯავახეთში არანაირი ექსტრემიზმი არ არსებობს. ეს არავის უნდა - არც სომხეთს, არც საქართველოს და არც ჯავახეთის მოსახლეობას. სომხეთსა და საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობები აქვთ. ბოლოს და ბოლოს, ამ თემაზე საუბარი უნდა დასრულდეს. ხალხს აქ ნორმალურად, ცივილიზებულად ცხოვრება სურს“.
ე.წ. "ციხის კადრების" გასაჯაროებიდან ერთი წელი გავიდა. 2012 წლის 18 სექტემბერს პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელებამ საზოგადოებაში დიდი ემოცია გამოიწვია და ის ამ საზარელი დანაშაულის გასაპროტესტებლად ქუჩაშიც გამოვიდა.
18 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნინო ხითარიშვილი, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" პროგრამის კოორდინატორი.
ჩამოტვირთე მეტი