რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება/გავრცელებასა და ტრეფიკინგში ბრალდებულ 9 პირთან საქართველოს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა.
4 თვის ბარბარე აბოვიანის ოჯახში დაბრუნების მოთხოვნით, მისმა მშობლებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ცენტრთან.
ღამის ცვლის მორიგე იყო სტელა, ცნობა რომ მივიდა მეტროში, დილით მგზავრები აღარ შემოუშვათ, მუნიციპალური ტრანსპორტი ჩერდებაო.
4 თვის ბარბარე, თბილისის რეფერალური ჰოსპიტლიდან სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში, სოციალურმა მუშაკმა 8 მაისს გადაიყვანა.
საქართველო COVID 19-ის წინააღმდეგ გლობალურ გამოკვლევაში, სავარაუდოდ, ახლო მომავალში ჩაერთვება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ინიცირებულ „სოლიდარობის“ გამოკვლევებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველომ ორი დღის წინ გაგზავნა საბოლოო დოკუმენტები.
კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვები ნელ-ნელა იხსნება, თუმცა, ის ყბადაღებული წინადადება „ამიერიდან, ჩვენ ამ ვირუსთან თანაცხოვრება მოგვიწევს“, ძალაში რჩება და მეტიც, ძალასაც იკრებს.
კორონავირუსის მართვის ორთვიან პროცესში, 6 მაისს პირველად დაფიქსირდა, როდესაც საქართველოში გამოჯანმრთელებულების რაოდენობამ თითქმის ხუთჯერ გადაუსწრო ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობას.
დაანონსებულ ვადაზე ერთი კვირით ადრე, 5 მაისიდან განაახლეს საქმიანობა სამშენებლო კომპანიებმა და სამშენებლო მასალების მწარმოებლებმა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 72 მედპერსონალია ინფიცირებული. ინფიცირებულები არიან როგორც კლინიკის ექიმები, ისე მედდები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები.
იმ დილით, როგორც ყოველთვის, ერთი ჭიქა ყავა დალია, ჩაეხუტა შვილს, დაემშვიდობა ცოლს და სამსახურში წავიდა. 29 წლის ვეფხია სახლში აღარ დაბრუნებულა.
თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის მეოთხე სართულზე, პალატაში ნომრით 439, 44 წლის თამარ სახელაშვილმა 15 დღე გაატარა. 20 აპრილს, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული თამარი, ექიმებმა სახლში ტაშით გააცილეს.
კორონავირუსის გავრცელების პიკში ვართ თუ ე.წ. პლატოზე? როდის დგება პიკი? როგორი პიკი შეიძლება იყოს საქართველოში? რამდენი ახალი დადასტურებული შემთხვევა უნდა გვყავდეს, რომ ჩავთვალოთ, რომ პიკში ვართ ან პიკი გადავიარეთ? როდის სრულდება პიკი?
19 წლის ლუკამ ინფექციურ საავადმყოფოში COVID 19-ის დიაგნოზით 17 დღე გაატარა. ის ესპანეთში დაინფიცირდა. დაბალი ტემპერატურა საზღვარზე დაუფიქსირდა, საიდანაც პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ესპანეთში, კორონავირუსით გარდაცვლილი 34 წლის ქალის ქმარი, მამუკა ნაჭყებია, რამდენიმე დღის წინ სამშობლოში დაბრუნდა. ახლა მას 5 შვილის გაზრდა მარტოს მოუწევს. სოციალურად დაუცველი ოჯახი სამტრედიაში ცხოვრობს. ცირა ალიხანაშვილი და მისი მეუღლე ესპანეთში, 2 მარტს მას შემდეგ წავიდნენ...
თუკი ყველაფერი ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით წარიმართა და თუკი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს, მაშინ შეგვიძლია მთავრობის მიერ წარმოდგენილი ექვსეტაპიანი გეგმა, რომელიც გულისხმობს დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად, მოხსნას, დაახლოებით სამთვიან კალენდრად ვაქციოთ.
როგორ იცვლება ეპიდსიტუაცია საქართველოში? კვლავ საჭიროა თუ არა ის მკაცრი შეზღუდვები, რომლებიც დღეს საქართველოში მოქმედებს? როდემდე გაუძლებს ეკონომიკა და საზოგადოება ე.წ. კარანტინის პირობებში ცხოვრებას?
მარტის ბოლოს, ესპანეთში, კორონავირუსით გარდაცვლილი 34 წლის ცირა ალიხანაშვილის ქმარი, მამუკა ნაჭყეპია სამშობლოში დაბრუნდა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოძიებებს ატარებს, კომენდანტის საათის დროს, სამართალდამცავების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების სამ ფაქტზე.
თუკი ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება, მაშინ ის პაციენტები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება დამაკმაყოფილებელი, შინ იმკურნალებენ. კლინიკები მხოლოდ საშუალო სიმძიმისა და მძიმე პაციენტებს მიიღებენ.
ჩამოტვირთე მეტი