რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
„მოხარულები ვიქნებით, თუკი პრეზიდენტის ადმინისტრაცია მისწერს წერილს თურქეთის კლინიკას, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას არანაირი წერილი არ მოუმზადებია ცოტნე გამსახურდიასთან კლინიკაში მნახველების შეშვებისა თუ არ შეშვების შესახებ“, - ამბობს ჯაბა კვარაცხელია.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მაღაზიათა ქსელ „სპარში“, კონსულტანტებზე თავდასხმის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. 30 დეკემბერს, კოსტავას გამზირზე, „სპარის“ ერთ-ერთ მაღაზიაში, გამთენიისას მომხდარ თავდასხმას 18 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.
85 წლის გურამ გოგიაშვილი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული ჟურნალისტია. ის დღემდე მუშაობს ყოველდღიურ გაზეთში, „საქართველოს რესპუბლიკაში“ და არც კი წარმოუდგენია ცხოვრება რედაქციაში მუშაობის გარეშე. ჟურნალისტური კარიერა გასული საუკუნის 50-იან წლებში, გაზეთ „კომუნისტში“ დაიწყო.
ტელეკომპანია „მთავარი“ ავრცელებს ვიდეოს, რომელიც 2014 წელს არის გადაღებული და სადაც ჩანს, თუ როგორ აკავებს საპატრულო პოლიციის მაიორი გიორგი დვალიშვილი მაშინდელი შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას, ვახო იზორიას.
ამ დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანები გრძელ რიგში დგანან ნაკურთხი წყლის ასაღებად, შედიან ზღვაში განსაბანად და ამავე მიზნით ჩადიან გაყინულ მდინარეშიც. ეს დღე 19 იანვარია - მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის 12 საეკლესიო დღესასწაულიდან ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დღესასწაული - ნათლისღება.
15 წლის მოზარდი, რომელიც 20 იანვარს, საღამოს, თბილისში, ტელეფონის ქურდობის ფაქტზე დააკავეს, სამართალდამცავებმა ისე გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, რომ მისი ოჯახისათვის არ შეუტყობინებიათ.
„კითხვა დაუსვეს ძალადობის მსხვერპლ გოგონას: -„შენ თვითონ ჩაიხადე?“, - მინდოდა, ავმდგარიყავი და გავსულიყავი“, - ეს არის ნაწყვეტი ფსიქოლოგის ინტერვიუდან.
2019 წელს, 607 თანამდებობის პირიდან, ნახევარზე მეტმა დეკლარაცია არასწორად შეავსო.
მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე მხოლოდ 9 თვეა დარჩენილი, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, უფრო ზუსტად კი ნახევარზე მეტს (56%), არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ პარტიას დაუჭერდა მხარს, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს.
სტელა ხალათიანი 13 წელია მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრში“ კონტროლიორად მუშაობს. მიწის ქვეშ მას თითო მორიგეობაზე 12 საათის გატარება უწევს. ჯიხური, საიდანაც ის ესკალატორს აკონტროლებს, ერთ კვადრატულზე ცოტა მეტია. მისი საქმიანობა მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
ოთხ საათს გაგრძელდა ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული სამი პირის წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონში მდებარე „ანას ბაღის“ სამეზობლო არ აპირებს პროტესტის შეწყვეტას. ისინი ამბობენ, რომ არ დაუშვებენ „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას. ადგილობრივების თქმით, აქციები გაგრძელდება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მიერ C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში მიღებულ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა.
ვარკეთილის ზემო პლატოზე, მეორე მიკრორაიონში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს “ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის” სამშენებლო ტექნიკა 9 იანვარს, დილიდან გამოჩნდა. „ანას ბაღთან“ კომპანიის წარმომადგენლებისა და ტექნიკის გამოჩენას ხმაური და მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.
ხუთი შვილის დედა, ნინო გორგოშიძე, ყოფილ ქმარს, მოქმედ სასულიერო პირს, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს.
მოზარდი რომ მსხვერპლად არ იქცეს, სკოლამ რომ მოზარდის საჭიროებები დროულად დაინახოს, სამართალდამცავებთან მისი ურთიერთობა იყოს უსაფრთხო, - აი ამ და კიდევ სხვა მსგავს საკითხებზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტრომ და იუსტიციის სამინისტრომ მსჯელობა დაიწყო.
32 წლის გიორგი ფხალაძე პროფესიონალი გიტარისტია. გიტარის შესწავლა და ინსტრუმენტების დამზადება ერთდროულად დაიწყო.
„ახლა დედას არ შეუძლია, რომ გამოძიებას ჩვენება მისცეს. არ არის კარგად. თუმცა, რამდენიმე დღეში, აუცილებლად მივა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში და დეტალურ ჩვენებას მისცემს გამოძიებას“ – 15 წლის ლუკა სირაძის ძმა, ბექა სირაძე, ლუკას პოლიციაში გამოკითხვის დეტალებს იხსენებს.
საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად, ადვოკატი ბადრი მანჯავიძე ცხინვალში 19 დეკემბერს ჩავიდა. თბილისიდან ცხინვალამდე 9 საათი იმგზავრა.
„არ გვინდა ამაზე ლაპარაკი, დაგვანებეთ თავი. დაანებეთ ბავშვს თავი. ყველა პოლიციელი დაისჯება“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას 16 წლის მოზარდის მამა. მისი შვილი რამდენიმე თვის წინ, ბოლნისის რაიონულ სამმართველოში ქურდობის აღიარების მიზნით აწამეს, ხელი მოტეხეს და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.
ჩამოტვირთე მეტი