მუშაობს პოლიტიკის, კონფლიქტებისა და ეკონომიკის თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2020 წლიდან.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 5,6% შეადგინა. წინა თვესთან შედარებით ფასები 0,4%-ით გაიზარდა.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეო, რომელიც, უწყების განცხადებით, პატიმარ გიორგი დავითაძის მონაწილეობით 2025 წლის 21 დეკემბერს №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას ასახავს. ვიდეოს ხმა არ ახლავს.
მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ახალი ანგარიში ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის, ე.წ. შუა დერეფნის განვითარების შესახებ - დერეფანი ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიას, თურქეთსა და ევროპას აკავშირებს. საქართველო ამ დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია.
დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა საქართველოს ოთხ მოქალაქეს, კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერ პოლიტიკოსებს: მამუკა ფიფიას, გიორგი ირემაძეს, ნიკოლოზ მჟავანაძესა და პაატა აბულაძეს. სანქციები ასევე შეეხოთ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოქმედ და ყოფილ ე.წ. პრეზიდენტებს, მარატ კამბოლოვსა და ალან გაგლოევს.
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისთვის მომავალ წელს 127 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოვიდა ინიციატივით, დსთ-ის ქვეყნებისა და საქართველოს მძღოლებს რუსეთში ყოფნის გახანგრძლივებული, 180-დღიანი ვადა გაუუქმდეთ, თუ მათი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგება.
საქართველოს 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა ევროკავშირი კვიპროსის კანდიდატურას უჭერს მხარს და ამ ეტაპზე ალტერნატიულ კანდიდატს არ განიხილავს. ამის შესახებ ბრიუსელში დაფუძნებული გამოცემა Rapporteur წერს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პრესსპიკერ კრისტიან ვიგანდზე დაყრდნობით.
ბოლო ორ თვეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ თურქეთის მიერ ძებნილები საქართველოში დააკავეს. თავის მხრივ, ანკარაში ამბობენ, რომ თბილისმა მას ასეულობით ძებნილი დაუბრუნა.
ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი დღეს, 30 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს „სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით“.
თბილისში, აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტისა და ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ბიუსტის დაზიანების საქმეზე სომხეთის მოქალაქეა დაკავებული. ინფორმაცია საზოგადოებრივმა ადვოკატმა, თეონა ფერაძემ დაგვიდასტურა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ტურიზმის ინსტრუქტორს, არტურ ჩოლაკიანს, ატესტაციის მოწმობა გაუუქმეს. ადგილობრივი გამოცემა „აიაშარას“ ცნობით, ერთ-ერთი მიზეზი ის გახდა, რომ გიდი გეოგრაფიულ ტოპონიმებს თვითნებურად არქმევდა სახელებს.
რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი საქართველოს მიმართულებით ფრენების გაფართოებას გეგმავს. ავიაკომპანიამ რუსეთის საავიაციო ხელისუფლებას თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ახალი რეისების შესრულებისთვის საჭირო ე.წ. დაშვებების მისაღებად მიმართა.
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტის, 26 წლის ამინა ბიკბოვას მკვლელობის ბრალდებით გუდაუთაში მცხოვრები 25 წლის ედგარ აბუხბა დააკავეს. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მან დანაშაული აღიარა.
„ჩვენი ხალხების გაყოფა შეუძლებელია. ისინი ყოველთვის ერთად იქნებიან“, - ეს სიტყვები რაულ ეშბას ეკუთვნის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მრეწველობის მინისტრს, რომელიც 1993 წელს მოკლეს.
რუსეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, საქართველომ რუსეთს გადასცა დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და ნარკოტიკებით ვაჭრობას ედავებიან.
საქართველოს სახელით ასპარეზობა კიდევ ერთმა რუსმა მოციგურავემ დაიწყო. 17 წლის მაკარ ნიკოლაევი, რომელიც აქამდე რუსეთის სახელით გამოდიოდა, ბათუმში მიმდინარე იუნიორთა გრან-პრის ეტაპზე საქართველოს წარმოადგენს.
რუსეთის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის ჰოლდინგში შემავალი ტურისტული კომპანია (РЖД Тур) სომხეთსა და საქართველოს შორის 3-დღიან სარკინიგზო კრუიზს იწყებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები წლების განმავლობაში სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. „კლანის“ წევრად მოიხსენიებდნენ.
კახეთში მევენახეების ნაწილი სახელმწიფოს მიერ ყურძნის ჩაბარების პროცესით უკმაყოფილოა. მათი პრეტენზია ყურძნის შაქრიანობის განსაზღვრას ეხება.
„საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს გარკვეული წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებიდან, რომ სოციალურ ქსელებში მხარდამჭერი პოსტები და განცხადებები დაედოთ“, - ეს განცხადება ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა Geo Team-თან საუბარში გააკეთა.
ჩამოტვირთე მეტი