15 სექტემბერი საპარლამენტო არჩევნების დღე იყო შვეციაშიც.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვილაიათ გულიევმა გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, განმეორებით განიხილოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები.
ბაღდადისაგან სულ უფრო დაჟინებით მოითხოვენ ერაყში გაეროს განიარაღების ექსპერტების დაბრუნებაზე დათანხმებას.
აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთს მოუწოდა, დრო მისცეს საქართველოს პანკისის ხეობაში სავარაუდოდ მყოფი ჩეჩენი მეამბოხეების პრობლემის მოსაგვარებლად.
მოსკოვმა მიიღო საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა, რომლის ადრესატია პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
კობა ნარჩემაშვილი უარყოფს რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის დირექტორის, კონსტანტინ ტოცკის მტკიცებას რუსეთის საზღვართან ჩეჩენი მებრძოლების თავმოყრის შესახებ.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, პანკისის ხეობაში ვითარების შემდგომი განვითარება ქართულ მხარეზეა დამოკიდებული.
ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ის მრჩევლის, კონდოლიზა რაისის განცხადებით, ვაშინგტონი მოითხოვს პაკისტანში დაპატიმრებული რამზი ბინ ალ-შაიბას ექტსრადაციას.
ისრაელის არმიამ გადაკეტა პალესტინელთა ტერიტორიები, დღეს საღამოს ებრაელთა დღესასწაულის - "იომ კიპურის" დაწყებამდე.
ავტობუსში ბომბის აფეთქების შედეგად პაკისტანში დაიღუპა 1 და დაიჭრა სულ ცოტა 5 ადამიანი.
მოსკოვში დააპატიმრეს 90-ზე მეტი დემონსტრანტი, რომლებიც კაპიტალიზმის მოწინააღმდეგეთა გამოსვლაში მონაწილეობდნენ.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეკ სტროუს დღევანდელი განცხადებით, ერაყის პრეზიდენტმა სადამ ჰუსეინმა ან თავის ქვეყანას მასობრივი განადგურების იარაღი უნდა მოაცილოს, ან კიდევ რეჟიმის დამხობისათვის მოემზადოს.
ჩამოტვირთე მეტი