უკრაინაში ოპოზიციის ლიდერებმა, რომლებიც პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას გადადგომას მოითხოვენ, რამდენიმე საპროტესტო გამოსვლა მოაწყვეს.
აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის განცხადებით, ერაყის ლიდერს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ მსოფლიოს შანტაჟი მოუწყოს მასობრივი განადგურების იარაღით.
მაკედონიაში დედა ტერეზას გარდაცვალების მეხუთე წლისთავი აღნიშნეს.
ედუარდ შევარდნაძე შიშობს, რომ მისი შემდეგ ხელისუფლებაში, შესაძლოა, რეაქციული ძალები მოვიდნენ.
კახა იმნაძემ ცრუ უწოდა ინფორმაციას 11 სექტემბრის ტერაქტებში ”ქართული კვალის” არსებობის შესახებ.
ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი მოკვლას გადაურჩა ქალაქ ყანდაარში, სადაც მის ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს.
რუსეთის პრეზიდენტმა თავის ქართველ კოლეგას მოუწოდა, მეტი სიმკაცრე გამოიჩინოს პანკისის ხეობაში ჩეჩენი მეამბოხეების მოქმედების აღკვეთის მხრივ.
ევროსაბჭოს დელეგაციამ ჩეჩნეთში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ ადგილნაცვალ პირთა უმრავლესობას მშობლიურ რეგიონებში დაბრუნება სურს,
თელავივში სასამართლოს წინაშე წარდგა პალესტინელთა უმაღლესი რანგის წარმომადგენელი მარვან ბარგუთი.
ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ერაყის წინააღმდეგ ”არც მოახლოებულია და არც გარდაუვალი.”
არაბული ლიგა ერთხმად ეწინააღმდეგება ერაყზე შესაძლო თავდასხმას.
რუსეთის ქალაქ ტოგლიატიში ხანძარმა და აფეთქებამ სპორტულ კომპლექსზე 7 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 3 დაჭრა.
ჩამოტვირთე მეტი