რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ 23 დეკემბერს, დილით სხვადასხვა სახეობის იარაღით, მათ შორის აერობალისტიკური ზებგერითი რაკეტებით „კინჟალი“ და უპილოტო საფრენი აპარატებით დაარტყა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებს.
მოსკოვის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა პუტინის ხელისუფლების ოპოზიციაში მყოფ პოლიტიკურ აქტივისტს, წარსულში მსოფლიოს ჩემპიონს ჭადრაკში, გარი კასპაროვს. მას ბრალად ედება „ტერორიზმის გამართლება“.
უკრაინაში მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა რუსეთის ჯარების მორიგ მასირებულ შეტევას. ენერგოსისტემაში ისევ ავარიაა.
დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი. ამის შესახებ განაცხადა გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ პროკურატურაში დღეს, 23 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაკავებული საქართველოს მოქალაქე ქალი, რომელსაც „ჯაშუშობაში“ ადანაშაულებენ, არის სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი. მას 10-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გასულ ღამით აფეთქებები იყო რუსეთის სტავროპოლის მხარის ქალაქ ბუდიონოვსკში. რეგიონის გუბერნატორმა უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ განაცხადა და ქალაქის მცხოვრებთ მოუწოდა, არ გადაეღოთ და არ გაევრცელებინათ კადრები.
აშშ ააშენებს ახალი კლასის თანამედროვე საბრძოლო გემებს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი სახელობის, „ტრამპის კლასის” გემების მშენებლობის გეგმის პრეზენტაცია 22 დეკემბერს გამართა ფლორიდაში, რეზიდენცია მარ-ა-ლაგოში.
აზერბაიჯანიდან სომხეთში საქართველოს გავლით ჩატანილი აზერბაიჯანული ბენზინი სომხეთში საბაზროზე ფასზე იაფად გაიყიდება, - იუწყება რადიო თავისუფლების სომხური სამსახური.
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აგრძელებს ევროკავშირისა და მისი წარმომადგენლების დადანაშაულებას საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერების საკითხზე. „რუსთავი 2-ის" ეთერში საუბრისას მან თქვა, რომ ევროინტეგრაცია გამოიყენება „შანტაჟის ინსტრუმენტად“.
ჩამოტვირთე მეტი