17 დეკემბერს გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის სლავიანსკის რაიონში. ადგილობრივი ხელისუფლება უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ იუწყება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის რეჟიმი დაადანაშაულა ნავთობის მოპარვაში და ვენესუელიდან მომავალი და ამ ქვეყნისკენ მიმავალი სანქცირებული ტანკერების სრული ბლოკადის ბრძანება გასცა.
გერმანიის საერთაშორისო მედიაკომპანია Deutsche Welle(DW) გააგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომისა და სხვა თემების დამოუკიდებელ გაშუქებას. ამის შესახებ მედიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბარბარა მასინგმა განაცხადა. რუსეთში DW შეიტანეს „არასასურველი ორგანიზაციების“ რეესტრში.
მოსკოვში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა სერბეთის სახელმწიფო თავდაცვითი კომპანიის „იუგოიმპორტ-СДПР“-ის წარმომადგენელი რადომირ კურტიჩი.
16 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი არ არის თანახმა უკრაინაში ე.წ. საშობაო ცეცხლის შეწყვეტაზე.
პოლიცია პარლამენტთან შეკრებილ დემონსტრანტებს ემუქრება, რომ ახალ კანონს, რომლითაც „ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას“ აქციის გამართვისთვის პოლიციის 5 დღით ადრე გაფრთხილება სავალდებულოა, სრული სიმკაცრით აამოქმედებენ. პოლიციელები პარლამენტთან დაახლოებით 22:30 საათზე გამოჩნდნენ.
16 დეკემბერს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა (578 მომხრე, 54 წინააღმდეგი, 30-მა თავი შეიკავა) 8.5 მილიონი ევროს გამოყოფას 2025 წლის მარტში გაკოტრებული შვედური კომპანია Northvolt-იდან გათავისუფლებული პირების შრომის ბაზარზე დაბრუნებაში დასახმარებლად.
„ოთხი ოქტომბრის აქციის“ საქმეებს ხუთი მოსამართლე განიხილავს. პროკურატურისთვის ეს საქმე - „კონსტიტუციური წყობილების დამხობის", ბრალდებულებისთვის კი „მშვიდობიანი რევოლუციის" მცდელობაა.
16 დეკემბერს ჰააგაში გამართულ დიპლომატიურ კონფერენციაზე ხელი მოეწერა "კონვენციას უკრაინისთვის საერთაშორისო საჩივრების კომისიის დაფუძნებაზე".
ჰააგაში 30-ზე მეტი ქვეყნის ხელმოწერით დაფუძნდა უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია. მას საქართველოს წარმომადგენელმაც, „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მოაწერა ხელი.
ჩამოტვირთე მეტი