ბარაკ ობამა იმედოვნებს, რომ რუსეთში ჩასვლითა და 6 ივლისს პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან დაგეგმილი უმაღლესი დონის შეხვედრით ახალ სტიმულს მისცემს ვაშინგტონისა და მოსკოვის მომაკვდავ ურთიერთობას.
233 წლის წინ ამერიკის მეორე კონტინენტურმა კონგრესმა დამოუკიდებლობის დეკლარაცია დაამტკიცა.
უკრაინოაში ნახევრად საპრეზიდენტო და ნახევრად საპარლამენტო მმართველობაა, რაც, მრავალი უკრაინელი ექსპერტის აზრით, ქვეყნის არასტაბილურობის მთავარი საფუძველია.
პირველ სხდომაზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ განსაზღვრა გზები, რომლებიც მას წლის ბოლოსთვის კონსტიტუციის ახალი რედაქციის შექმნამდე მიიყვანს.
ქართულ დროშებიანი სამხედრო ტექნიკის გამოჩენამ ცხინვალის რეგიონში პანიკა გამოიწვია. მოგვიანებით გაირკვა, რომ რუსული ტელეკომპანია „РТР“–ის ჯგუფი გასული წლის აგვისტოს ომის შესახებ ცხინვალში ფილმს იღებს.
გამოქცეულ ჯარისკაცს, დიმიტრი არტემიევს ქართულმა მხარემ უკვე მიენიჭა თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს უფლება არ აქვს ის რუსეთის მხარეს გადასცეს.
ზაფხული არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის დროებითი პოლიტიკური ტაიმ აუტის დროა. საკნები თბილისში მხოლოდ რუსთაველის გამზირზე რჩება, როგორც თავად ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, ივლისის მეორე ნახევრამდე.
აზერბაიჯანში დმიტრი მედვედევის ვიზიტს, შესაძლოა, სერიოზული შედეგები მოჰყვეს ევროკავშირის გეგმისთვის, რომელიც ენერგომომარაგების დივერსიფიცირებას ითვალისწინებს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპერტამენტმა პირველად დანიშნა წარმომადგენელი მუსლიმანურ სამყაროსთან თანამშრომლობის საკითხებში.
პრეზიდენტ ლუკაშენკოს ფსიქოლოგიური პორტრეტის დახატვა სცადა ჩვენმა კოლეგამ, იური დრაკახრუსტმა, ორ პოლიტიკურ ანალიტიკოსთან - ვლადიმირ პადჰოლთან და ლეონიდ რაძიხოვსკისთან ერთად.
პარლამენტში კამათის საგნად იქცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის გახანგრძლივებასა და პოლიციის მიერ არალეტალური ტყვიების გამოყენებას უკავშირდება.
აგვისტოს ომის დროს, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაციის დაფინანსება რუსეთის მთავრობამ კვლავ შეწყვიტა.
ჩამოტვირთე მეტი