გავიხსენებთ, თუ რა ვითარებაში და როგორ დათმო საქართველომ ჯერ დიდი და პატარა ლიახვის, ფრონეს, კოდორის ხეობები, სულ ბოლოს კი, 2008 წლის 14 აგვისტოს, ახალგორის რაიონი. ჩვენს შეკითხვებს დღეს უპასუხებს გენერალი მამუკა ყურაშვილი, 2007-2008 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციების შტაბის ყოფილი უფროსი.