იერიშის დაწყების შესახებ ბრძანება აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გასცა, რომელმაც აღნიშნა, რომ ის არ დაუშვებს ერაყის ომში ამერიკის შეერთებული შტატების ჩართვას.
"ამერიკის ხმამ" ვაშინგტონში ინტერვიუ ჩამოართვა აშშ-ის ყოფილ ელჩს საქართველოში, კენეთ სპენსერ იალოვიცს. ყოფილი დიპლომატი საქართველოს შიდა პოლიტიკაზე საუბრობს.
გორელმა ახალგაზრდებმა ცხინვალელ თანატოლებს სპეციალური მიმართვა გაუგზავნეს და ოს ახალგაზრდებს ნდობის აღდგენასა და მშვიდობის მშენებლობაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდეს.
კარლ ბილდტი ტვიტერზე წერს: „თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ სურს მოუსმინოს მისი ქვეყნის საუკეთესო მეგობრებს ევროკავშირში, ეს მისი არჩევანია. ჩვენ ამას მხედველობაში მივიღებთ“.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, უკვე მეექვსე წელია, ომში დაღუპულ მეომართა ოჯახის წევრები და ახლობლები მათ საფლავებთან იკრიბებიან და დაღუპულ გმირებს იხსენებენ.
8 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმრები იყვნენ სოფელ ავნევიდან დევნილი, პედაგოგი რუსუდან მაისურაძე და კატო ქოთოლაშვილი, გორის ახალგაზრდული მოძრაობა „დროას“ წარმომადგენელი.
2008 წლის ომის დროს გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ერგნეთი ყველაზე მეტად დაზარალდა. ეს სოფელი ცხინვალს ესაზღვრება. დღემდე დასრულებული არ არის დამწვარი სახლების აღდგენა. სოფელს 6 წლის შემდეგაც მრავალი მოუგვარებელი პრობლემა აწუხებს.
რუსეთი უკრაინულ ავიაკომპანიებს საქართველოსკენ სატრანზიტო ფრენებს უკრძალავს. ეს არის იმ დიდი სადამსჯელო ოპერაციის მცირედი ნაწილი.
თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობამ ეგრეთ წოდებულ საზღვარზე მოქალაქეთა გადაადგილება აკრძალა. ეს აკრძალვა ძირითადად ახალგორისა და პერევის მოსახლეობას ეხება.
შეიძლებოდა თუ არა ექვსი წლის წინ, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთთან ომის თავიდან აცილება? ეს შეკითხვა ისევ აქტუალურია ომიდან ექვსი წლის შემდეგ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებას 2015 წლის მაისში რიგის სამიტზე მოელიან.
შაბათს, 9 აგვისტოს, სრულდება 40 წელი აშშ-ის პრეზიდენტის პოსტიდან რიჩარდ ნიქსონის გადადგომიდან. ნიქსონის პოლიტიკური კარიერა "უოტერგეიტის" სკანდალად ცნობილ მოვლენებს შეეწირა.
ჩამოტვირთე მეტი