თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია, რომელშიც ხაზგასმულია აშშ-ის, როგორც მსოფლიო ლიდერის როლი.
სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობა სოფელში ხელისუფლების წარმომადგენლების ჩასვლას და პრობლემების ადგილზე შესწავლას ითხოვს.
გახმაურებული საქმეების შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება. ამ საკითხს პარლამენტმა 5 თებერვალს უყარა კენჭი და, 31 ხმით 29-ის წინააღმდეგ, კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა.
რატომ უნდა ვითანამშრომლოთ და რა მოტივაცია გვაქვს ამისთვის? - ეს კითხვები ერევანში ჩასულმა ქართველმა, ოსმა და აფხაზმა ჟურნალისტებმა საკუთარ თავს და ერთმანეთს დაუსვეს.
ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა საქართველოსთან ერთად მიაღწიეს პროგრესს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისაკენ მიმართული „არსებითი პაკეტის“ იმპლიმენტაციის მხრივ.
საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 5 და 6 თებერვალს კიევსა და მოსკოვში გამართავენ შეხვედრებს, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გადაჭრის გზების ძიების მიზნით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ქვეყანაში სხვადასხვა ძალების მიერ დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობას არ გამორიცხავს.
დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ევროკავშირი სოხუმში თავისი წარმომადგენლობის გახსნას აპირებს.
პრემიერ–მინისტრმა დავალება მისცა სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ ხელი არავინ შეუშალოს ბიზნესმენებს საქმიანობაში და დაისაჯოს ის, ვინც ამას გაბედავს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი დახურულ კარს მიღმა შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენში ადგილობრივ გლეხებს რუსეთის მესაზღვრეები საკუთარ ნაკვეთში აღარ უშვებენ. სოფელში ინციდენტიც მოხდა: მესაზღვრეებმა ერთი ადამიანი დააკავეს, თან წაიღეს სახნავი ტექნიკა და ჯარიაშნელებს მავთულხლართებთან ახლოს მუშაობა აუკრძალეს. დაახლოებით ერთ საათში დაკავებული გაათავისუფლეს.
სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლის განცხადებით, სოხუმში გამართულ შეხვედრებზე იყო „მხოლოდ წინასწარი საუბარი ევროკავშირის წარმომადგენლობის პოტენციური გაფართოების თაობაზე“.
ჩამოტვირთე მეტი