პრაღაში გამგზავრებამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეებს უმასპინძლა. 26 თებერვალს იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს შეხვდება და მასთან საბაჟო ადმინისტრირების საკითხებს განიხილავს.
ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და ეკონომიკური გაჯანსაღების პერსპექტივებზე იმსჯელეს მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა და ბიზნესმენებმა.
კვირის ბოლოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართავს შეხვედრას.
რამდენიმეთვიანი გაურკვევლობის შემდეგ, მოლდავეთში, როგორც იქნა, ჩამოყალიბდა მთავრობა, რომელსაც მიმომხილველები „პროდასავლურად“ მოიხსენიებენ.
12 თებერვლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობის განცხადებით, პრორუსულად განწყობილი დონეცკელი სეპარატისტები კვლავ აგრძელებენ თავდასხმებს სამთავრობო ძალებზე.
ზურაბ აბაშიძე უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსკოვის შეშფოთებას, რომელიც ნატოსთან საქართველოს დაახლოებასა და საქართველოში ასამოქმედებელ ნატოს საწვრთნელ ცენტრს შეეხება.
კოალიცია „ქართული ოცნება“ ცდილობს თავისი რიგები შეავსოს კვალიფიციური კადრებით, რომელთა შორის შესაძლოა იყვნენ წევრები ინტელექტკლუბისა „რა? სად? როდის?“.
24 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ელენა ფილეევა, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" გამგეობის თავმჯდომარე.
უკრაინა არ აპირებს გაიყვანოს კონფლიქტის ზონიდან მძიმე შეიარაღება, ვიდრე პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები არ შეასრულებენ მინსკის შეთანხებას და არ შეწყვეტენ საარტილერიო იერიშებს უკრაინის არმიის პოზიციებზე.
დავით ონოფრიშვილმა, ვიქტორ დოლიძემ და გიორგი ცაგარეიშვილმა -„თავისუფალი დემოკრატების“ სამმა ლიდერმა - საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეთა პოსტები დატოვეს.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ მისია საქართველოში იმყოფება. მისიის წარმომადგენლები ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ლარის კურსსა და ეკონომიკაში არსებულ პრობლემურ საკითხებს განიხილავენ.
ჩამოტვირთე მეტი