უკრაინა არ აპირებს გაიყვანოს კონფლიქტის ზონიდან მძიმე შეიარაღება, ვიდრე პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები არ შეასრულებენ მინსკის შეთანხებას და არ შეწყვეტენ საარტილერიო იერიშებს უკრაინის არმიის პოზიციებზე.
დავით ონოფრიშვილმა, ვიქტორ დოლიძემ და გიორგი ცაგარეიშვილმა -„თავისუფალი დემოკრატების“ სამმა ლიდერმა - საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეთა პოსტები დატოვეს.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ მისია საქართველოში იმყოფება. მისიის წარმომადგენლები ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ლარის კურსსა და ეკონომიკაში არსებულ პრობლემურ საკითხებს განიხილავენ.
მიმდინარე კვირაში ნატოსა და საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივა რუსეთის მუქარის სამიზნედ იქცა, რამაც, თავის მხრივ, საქართველოში მწვავე კამათისა და აღშფოთების ტალღა გამოიწვია.
22 თებერვალს კიევს ესტუმრება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოფიციალურად მიიწვია „ღირსების მარშში“ მონაწილეობის მისაღებად.
„ამერიკის ხმის“ კორესპონდენტის დენიელ შარფის რეპორტაჟი კიევიდან, რომელშიც ის გასული წლის თებერვალში მეიდანზე მომხდარ დარბევას და მის შემდგომ განვითარებულ პროცესებს აღწერს
პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატმა ჯებ ბუშმა პრეზიდენტ ობამას საგარეო პოლიტიკა ჩიკაგოში სიტყვით გამოსვლისას მკაცრად გააკრიტიკა
აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლის განახლების ფონზე პარიზში შეხვედრა გამართეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.
ლარის კურსის ვარდნისა და ქვეყანაში არსებული არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები დეპუტატებმა პარლამენტში დაიბარეს.
20 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო სალომე ზურაბიშვილი, პარტია "საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი.
18 თებერვალს უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება გაეროს მანდატით მშვიდობისმყოფელები მიიწვიონ.
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა სიტყვით გამოვიდა თეთრ სახლში, ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაპირისპირების შესახებ გამართულ სამდღიან სამიტზე.
ჩამოტვირთე მეტი