საფინარ ჯემილევა ყირიმელი თათრების დედაქალაქად მიჩნეულ ბახჩისარაიში, დიდ კერძო სახლში, ცხოვრობს. რადიო თავისუფლების სტუმრობით გახარებულმა მასპინძელმა ქალმა ჩემს კოლეგას აჩვენა თავისი ქმრის სამეცნიერო ნაშრომები და რდიომიმღები, რომელიც მუსტაფა ჯემილევს ცნობილმა საბჭოთა დისიდენტმა, ანდრეი სახაროვმა, აჩუქა.