30 მარტს ოფიციალურად დაიშალა ინგლისის პარლამენტი. ინგლისს დროებით აღარ ჰყავს პარლამენტის წევრები. ეს იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში 7 მაისის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან.
ნატოს გენერალური მდივანი მხარს უჭერს ალიანსისა და ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავებას და, მათ შორის, რუსეთის აგრესიის სამიზნე პარტნიორი ქვეყნების დახმარების კუთხითაც.
მიუხედავად არასამთავრობო სექტორის და სახალო დამცველის ოფისის უკმაყოფილებისა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც „ფარული მოსმენების შესახებ“ კანონში შევიდა, 31 მარტიდან მაინც ამოქმედდა.
31 მარტს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე წარდგა ყოველწლიური მოხსენებით, რომელშიც გიორგი მარგველაშვილმა ვრცლად მიმოიხილა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და ჩამოთვალა მიღწევები და ის გამოწვევები, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას.
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი 30 მარტს საქართველოდან დასმულ შეკითხვებს ონლაინ რეჟიმში პასუხობდა.
ერთთვიანი განხილვების შემდეგ პრეზიდენტის მიერ შერჩეული კანდიდატი, ნინო გვენეტაძე პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დაამტკიცა.
საქართველო წელს უკვე მეშვიდედ უერთდება მსოფლიოში უდიდეს გარემოსდაცვით აქციას, „დედამიწის საათს“, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე და ამით მხარს უჭერს მწვანე და უსაფრთხო პლანეტას.
შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი ტელეკომპანია „თრიალეთისგან“ საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლოში ჩივილით იმუქრება.
„კაბელების საქმეზე“ დაცვის და ბრალდების მხარეებმა სასამართლოს მტკიცებულებები წარუდგინეს. სასამართლოში მტიცებულებების ჩაბარების პროცესს მხარეებს შორის შელაპარაკება მოჰყვა.
მაკკეინი: პუტინის მომდევნო ნაბიჯები საერთაშორისო რეაქციებზე იქნება დამოკიდებული
26 მარტს ამოიწურა სასამართლოში მტკიცებულებათა გადაგზავნის ვადა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც მთავრი პროკურატურა პირობითად „თავდაცვის სამინისტროს კაბელების საქმეს“ უწოდებს.
თბილისში გაიხსნა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია - „დემოკრატიის არსი: საგარეო, ეკონომიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანი რეგიონში".
ჩამოტვირთე მეტი